BREAKING

Geo House

იტალია – “ოჯახის გაერთიანება” -ricongiungimento familiare

დღევანდელი ჩვენი თემაა, იტალიის რესპუბლიკაში ლეგალურად მცხოვრები ემიგრანტებისთვის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი უფლება – ოჯახის წევრების შემოერთება.

გაგაცნობთ დეტალებს, საჭირო რეკვიზიტებს და მას შემდეგ, როცა ბინადრობის უფლებას მოიპოვებთ, ან თუ უკვე გაქვთ, შეგიძლიათ იფიქროთ თქვენი ოჯახის წვერების შემოერთებაზე.

მაშ ასე:

ვის შეუძლია გააკეთოს განაცხადი ოჯახის წევრების შემოერთებაზე?

განაცხადი ოჯახის შეერთების შესახებ შეუძლია გააკეთოს ნებისმიერმა მოქალაქემ, რომელიც ლეგალურად ცხოვრობს და მუშაობს იტალიის ტერიტორიაზე. აქვს ვალიდური ბინადრობის მოწმობა, აქვს საცხოვრებელი მისამართი ანუ დარეგისტრირებულია ადგილობრივი სახლმართველობის ანაგრაფის განყოფილებაში, აქვს სამუშაო კონტრაქტი.

რომელ ოჯახის წევრებს ეხებათ ოჯახის შეერთების კანონით დადგენილი წესები?

ოჯახის შეერთებით სარგებლობენ იტალიაში ლეგალურად მცხოვრები მოქალაქის მეუღლე, არასრულწლოვანი შვილები ანუ შვილები, რომლებსაც არ შესრულებიათ 18 წელი;

დედისერთა შვილების მშობლები;

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სრულწლოვანი შვილები;

რა საფეხურებია გასავლელი პრაქტიკის მსვლელობისას?

იტალიაში მცხოვრები მოქალაქე აკეთებს განაცხადს ოჯახის გაერთიანების მოთხოვნით (პრაქტიკის წარმეობა ხდება ონლაინ რეჟიმში), რეკვიზიტების სრული დაცვით–შემოსავლის დადასტურება, საცხოვრებელი ფართი.

ადგილობრივი „პრეფექტურის“ განყოფილება გასცემს ე. წ. ნულა ოსტას ანუ უფლებას, ამ დოკუმენტზე დაყრდნობით ოჯახის წევრები მიმართავენ იტალიის საკონსულოს მათ საცხოვრებელ ქვეყანაში ოჯახური ვიზის მოთხოვნით, და იტალიაში შემოდიან უკვე რეგულარული ოჯახის გაერთიანების ვიზით. ამის შემდეგ ხდება განაცხადის გაკეთება ბინადრობის მოწმობაზე და ხდებიან ლეგალურად მცხოვრებნი იტალიის ტერიტორიაზე.

Centro servizi Geo House ჩვეული პროფესიონალიზმით და საქმისადმი სიყვარულით გაგიწევთ კონსულტაციას და მომსახურეობას, თუკი გადაწყვეტავთ, რომ შემიოკრიბოთ ოჯახის წევრები.

საკონტაქტო ინფროამცია:

ტელ:+39 327 093 4122 (Whatsapp)

ტელ: +39 320 115 3528 (Whatsapp)

800 592 869

მისამართი: Via Scipione Crisanzio, 6, Bari, Italy

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts