22 წლის ნინი კოჭლამაზაშვილი ქალაქ ბარიში ცხოვრობს. იგი 13 წლის იყო, როდესაც იტალიაში არდადეგებზე, დედასთან ჩამოვიდა, თუმცა უკან აღარ წასულა და ემიგრანტად იქცა. დედა-შვილის გადაწყვეტილებით, გოგონა სკოლაშიც შევიდა, მისთვის პირველი ბარიერ ი ენა უცოდინარობა იყო, ,,სანამ სკოლაში შევიტანდით საბუთებს, რაღაც პატარა იტალიური სიტყვების სწავლა დავიწყე, რაშიც დედაჩემი მეხმარებოდა რომ სკოლაში არ გამჭირვებოდა რაღაცეების გაგება და ამის კვალობაზე დირექტორმა მესამე მედიაში დამსვა პირდაპირ , ამიტომ ჩემთვის ორმაგად რთული იყო ყველაფერი რადგან უკვე საგამოცდო წელი იყო .”
ნინისთვის სკოლის დაწყებას სირთულეები მოჰყვა. იგი გვიყვება, რომ იტალიელი კლასელებისგან ხშირად იყო ბულინგის მსხვერპლი. ,,ყველაზე მეტად გამაძლიერა მაგ პერიოდმა და გამომიყვანა პატარა უსუსური გოგონას სივრციდან . ძალიან მიჭირდა პირველი წელი ჩემი მეგობრების გარეშე მაგრამ იმ ცუდი დღეების დროს მხოლოდ ერთი მიზანი დავისახე და ყოველთვის როდესაც რაიმე ცუდი ხდებოდა მხოლოდ მაგ მიზანზე ვფიქრობდი”
ამ სირთულეების ფონზე, ნინის დედამ საქართველოში დაბრუნება ბევრჯერ შესთავაზა, თუმცა მისი თქმით, დიდი ხნის მონატრებულ მშობელთან ბევრი დროის გატარება არჩია.
ახალგაზრდა ემიგრანტმა იტალიაში წამყვანი ლიცეუმი iceo scientifico scacchi წარმატებით დაასრულა, ამჟამად იგი ბარის ალდო მოროს უნივერსიტეტში მარკეტინგის და ბიზნეს კომუნიკაციის ფაკულტეტზე ბოლო კურსს გადის და დაცვისთვის ემზადება.
ნინი ამჟამად იტალიურს ასწავლის. მან ეს საქმიანობა 15 წლის ასაკში დაიწყო. ,,მყავს ძალიან ბევრი წარჩინებული და ყოჩაღი მოსწავლე პატარებიდან დაწყებული დიდი მოსწავლეებიდან დამთავრებული ! ძალიან მიყვარს როდესაც ვეხმარები მათ აქ ინტეგრირებაში და ვასწავლი ზუსტად ისე რომ ბევრად უკეთ გამოიყენონ იტალიური ენა თავიანთი მიზნების განხორციელებაში”
ახალგაზრდა ემიგრანტი თანამემამულეებს მართვის მოწმობის აღებაშიც ეხმარება და ბილეთებს იტალიურად ასწავლის, ასევე მისი ავტორობით გამოიცა წიგნი, ,,იტალიური მართვის მოწმობის ლექსიკონი”. ნინი აქტიურია სოციალურ მედიაშიც. ,,ამასთანავე გავაკეთე ჩემი ფეისბუქ გვერდი YouTube და სხვა სოციალური ქსელები სადაც ძალიან ხშირად ვაზიარებ ჩემს ყოველდღიურობას რათა ბევრ ადამიანს ვანახო თუ როგორია იტალიაში ცხოვრება და რა უნდა გაითვალისწინონ სანამ გადაწყვიტავენ აქ ჩამოსვლას ! მე პირადად ძალიან დამჭირდებოდა მსგავსი ვიდეოები და იმ დროს რადგან არ იყო ვფიქრობ რომ ასე უკეთ გაიგებენ როგორია უცხო ქვეყანაში ცხოვრება.”
ნინის თქმით, მისი მთავარი მიღწევა ბევრი მადლიერი ადამიანია. ,,ყველა მათგანი დაუსწრებლად მიყვარს რადგან ყოველდღიურად უამრავ თბილ და ტკბილ მესიჯებს ვიღებ მათგან რითაც ძალიან ძალიან მადლიერი ვარ , ზუსტად მათი დამსახურებაა რომ მე ჩემს ამ საქმეს ჯერ კიდევ ვაგრძელებ და მათთვის კიდევ ბევრი გეგმები მაქვს .”
ახალგაზრდა ემიგრანტი საქართველოში დაბრუნებას ჯერ არ აპირებს, თუმცა მისი თქმით, მეტი განათლების მიღებას გეგმავს რომ სწორედ სამშობლოს გამოადგეს. მისივე აზრით, ეკონომიკური კრიზისია მიზეზი, რის გამოც ემიგრანტები საკუთარ ქვეყანაში ვერ ბრუნდებიან.
ნინი, რას ურჩევდა თანატოლებს? იგი ამ კითხვაზე ასე გვპასუხობს: ,,ჩემი რჩევა კი ახალგაზრდებისთვის ის იქნება რომ ყველაზე მთავარი არის მიზანი. რაც არ უნდა დიდი სირთულე შეგხვდეთ, რაც არ უნდა იფიქროთ რომ აი დამთავრდა და აღარ გამოგივათ, აი ზუსტად ეს მიზანი იქნება რომ უცებ გონებაში გამოანათებს და დაგავიწყებტ იმ ყველა ცუდ მომენტს და დაიწყებთ ისევ წინ აი ამ მიზნისკენ სვლას !!”
,,აპრიორი ტივი” ახალგარზდა ემიგრანტებს ყოველ პარასკევს გაგაცნობთ.
სტატიისა და რუბრიკის ავტორია ნინო ბოლაშვილი.