რა არის CU და რატომ უნდა მოვთხოვოთ ის დამსაქმებელს? – გზამკვლევი AprioriTV-სგან

AprioriTV

იტალიაში ოჯახში დასაქმებულთა (Colf, Badante, Babysitter) შრომის კანონმდებლობა სპეციფიკურია. ერთ-ერთი უმთავრესი დოკუმენტი, რომელიც ყოველი წლის დასაწყისში უნდა გქონდეთ, არის CU (Certificazione Unica).

🔍 რა არის CU?

ეს არის ოფიციალური სერტიფიკატი, სადაც ჯამურად არის ასახული თქვენი გასული წლის მთლიანი შემოსავალი. მასში მითითებულია:

📅 როდის და ვინ გასცემს მას?

დამსაქმებელი (ოჯახი) ვალდებულია ეს დოკუმენტი გადმოგცეთ არაუგვიანეს მარტის თვისა. თუ ოჯახს ჰყავს ბუღალტერი (Commercialista) ან სარგებლობს ასოციაციების მომსახურებით (მაგ. ACLI, CAF), დოკუმენტს ისინი ამზადებენ.

💡 რატომ გჭირდებათ CU?

AprioriTV შეგახსენებთ, რომ CU არ არის უბრალოდ “ფურცელი”, ის გჭირდებათ:

  1. 730-ის შესავსებად: ამ დოკუმენტის გარეშე CAF ვერ დათვლის თქვენს გადასახადებს.
  2. პერმისოს (Soggiorno) გასაგრძელებლად: ეს არის მთავარი მტკიცებულება ქვესტურისთვის, რომ თქვენ გაქვთ საკმარისი ლეგალური შემოსავალი იტალიაში საცხოვრებლად.
  3. ISEE-ს გამოსათვლელად: სახელმწიფო ბონუსების, ბავშვის ფულისა (Assegno Unico) თუ სხვა შეღავათების მისაღებად.

მნიშვნელოვანი რჩევა AprioriTV-სგან: მაშინაც კი, თუ თქვენი წლიური შემოსავალი დაბალია და გადასახადებს არ იხდით, CU მაინც გამოართვით დამსაქმებელს. ის თქვენი შრომითი ისტორიის განუყოფელი ნაწილია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

📍რა უნდა იცოდეს ემიგრანტმა 730-ის (Settetrenta) შესახებ?

📍მეცამეტე ხელფასი (13ª mensilità) – იტალიური თარგმანით

📍 როცა ბავშვი იბადება იტალიაში – რა უფლებები აქვს უცხოელი მშობლების შვილს და როდის იღებს მოქალაქეობას?

Exit mobile version