ქალაქ ბარში მცხოვრები ემიგრანტი, ქართული საკვიარო სკოლა „იმედი“-ს დამფუძნებელი და იტალიური ენის მასწავლებელი, ცინარი ღვალაძე, სოციალურ ქსელ „Facebook“-ში წერილს აქვეყნებს, სადაც ემიგრანტებს მიმართავს და იტალიაში მუნიციპალურ არჩევნებში კანდიდატის სახელით მონაწილეობის შესახებ ატყობინებს.
„ჩემო ძვირფასო თანამემამულეებო! რაოდენ მნიშვნელოვანია, როცა გეძლევა შესაძლებლობა გამოიყენო უნიკალური შანსი – რასაც მიმღები ქვეყნის, იტალიის რესპუბლიკის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უფლება განიჭებს, როგორც დამოუკიდებელი პარტიის წევრს, ორი ქვეყნის დაახლოების და ინტეგრაციის ხელშემწყობ პიროვნებას და კონსოლიდირებული ძალებით გაძლევს საშუალებას, დახმარება გაუწიო როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ასევე თანამემამულეებს ცხოვრების ნებისმიერ სფეროში ყოფითი პირობების გასაუმჯობესებლად.
სიამაყით და სიხარულით ვაცხადებ, რომ თქვენი თანადგომით და მხარდაჭერით – რაც ადგილობრივ არჩევნებში თქვენი ხმის მიცემის უფლებას და სურვილს გულისხმობს
მხარი დაუჭიროთ იტალიის რესპუბლიკის მუნიციპალური და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ წარმოდგენილ ჩემს კანდიდატურას, იტალიის რესპუბლიკაში პულის რეგიონში ქალაქ ბარის მუნიციპალიტეტებში Municipio (Murat, San Nicola, Libertà, Madonella, Japigia, Torre a Mare) არჩევნებში გამარჯვებას, რათა მეტი ენთუზიაზმით, სიყვარულით და მოტივაციით ვაკეთოთ დიდი და კეთილის საქმეები თქვენთვის, ჩვენს მეგობარ იტალიელ ამომრჩევლებთან და ღირსეულ კანდიდატებთან ერთად!
მადლობა იტალიის რესპუბლიკის დამოუკიდებელ პარტიას ადგილობრივ მუნიციპალიტეტში ჩემი კანდიდატურის წარდგენისა და ესოდენ დიდი ნდობისათვის! მადლობა თქვენ, ჩემო ერთგულო და საიმედო ქართველებო, ჩემი მხარდაჭერის და ნდობისათვის! მჯერა, რომ ერთად და თქვენი მხარდაჭერით უფრო მეტის გაკეთებას შევძლებთ! ,,ძალა ხომ ერთობაშია”! – წერს ცინარი ღვალაძე.
