ქართველი ემიგრანტი იტალიაში შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლი გახდა: თამრიკო ნიქაბაძის ისტორია

აპრიორიტვ

იტალია

ტარანტოში ბადანტეების შრომითი ექსპლუატაციის ფაქტი, რომლის გამოც ოთხი ქართველი ქალი დააკავეს იტალიელებთან ერთად, განსაკუთრებით მტკივნეული გახდა ქართველი ემიგრანტებისთვის. ამ ამბავს ემიგრანტი თამრიკო ნიქაბაძე გამოეხმაურა, რომელსაც ამ კუთხით საკუთარი მწარე გამოცდილება აქვს.

თამრიკო იტალიაში უკვე მრავალი წელია ცხოვრობს და როგორც თავად ამბობს, ქართველის დამსაქმებლისგან შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლი გახდა. მისი თქმით, მონური პირობები, არასწორი მოპყრობა და ადამიანის ღირსების უგულებელყოფა სამწუხაროდ, დღემდე რჩება ხშირ პრობლემად უცხოეთში დასაქმებულებისთვის, განსაკუთრებით კი იმ პროფესიებში, სადაც უცხოელები ჭარბობენ, როგორიცაა ბადანტეობა.

ქართველი ემიგრანტი შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლი გახდა: თამრიკო ნიქაბაძის ისტორია

ქართველი ემიგრანტი თამრიკო ნიქაბაძე, რომელიც იტალიაში წლების განმავლობაში მუშაობდა, მძიმე შრომითი ექსპლუატაციისა და ადამიანის უფლებების დარღვევის მაგალითს გვიზიარებს. ქალაქ ბარში, სადაც იგი დასაქმდა, ერთ-ერთ ოჯახში ორ მოხუცს უვლიდა. მიუხედავად იმისა, რომ დასაქმების პროცესში ყველა პირობა შეთანხმებული იყო, მისი გამოცდილება მალევე იქცა რთულ და მტკივნეულ ისტორიად.

თამრიკო ერთ-ერთმა ქართველმა დამსაქმებელმა დაასაქმა, რომლისთვისაც თამრიკოს დასაქმების თანხა უნდა გადაეხადა. მოხდა ისე რომ ერთი მოხუცი გარდაიცვალა და შესაბამისად თამრიკოს ხელფასის ნაწილი მოაკლდა. ვინაიდან მას საქართველოში ფინანსური ვალდებულებები ჰქონდა ქართველ დასაქმებელს სთხოვა მისთვის გადასახდელი თანხა ორად გაეენაწილებინა, რის გამოც ქართველი დამსაქმებელი გაღიზიანდა და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სამსახურის დაკარგვით დაემუქრა. სტრესის შედეგად მას ჯანმრთელობის პრობლემები განუვითარდა, რის გამოც კიდევ უფრო გაურთულდა მისი ყოველდღიური ცხოვრება. თამრიკო აღნიშნავს, რომ მისთვის ქართველი დამსაქმებლის მხრიდან მოპყრობა განსაკუთრებით მწარე იყო, რადგან იგი ელოდა მხარდაჭერას და არა დამატებით ტვირთს თანამემამულისგან.

თამრიკო ნიქაბაძის ისტორია კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ემიგრანტთა უფლებების დაცვა და მათთვის შრომითი პირობების ადეკვატური კონტროლი. იგი მოუწოდებს ქართველ ემიგრანტებს, მეტი ყურადღება მიაქციონ სამართლებრივ საკითხებს და საკუთარი უფლებების დაცვას, ხოლო საზოგადოებას სთხოვს, მეტი ძალისხმევა ჩადოს შრომითი ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ეს შემთხვევა არის გაფრთხილება და მოტივაცია, რომ ემიგრანტთა პრობლემები ყოველდღიურად აქტუალური და განხილული იყოს, რათა ისინი დაცულად და ღირსეულად გრძნობდნენ თავს უცხოეთში.

AprioriTV-ს რედაქცია არ ასაჯაროვებს ქართველი დამსაქმებლის პირად ინფორმაციას, შემდგომში საჯარო ბულინგის თავიდან არიდების მიზნით. სტატიის მიზანია ქართველმა დამსაქმებლებმა და მიმღებმა ოჯახებმა მეტად გაითვალისწინონ ადამიანების უფლებები და თავი შეიკავონ ემიგრანტების მიმართ არაჰუმანური მოპყრობისგან.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ტარანტოში შვიდი პირი დააკავეს (სამი იტალიელი და ოთხი ქართველი), რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან არალეგალური მიგრაციის ხელშეწყობასა და ქართველების, როგორც მომვლელების, ექსპლუატაციაში

ტარანტოში არალეგალური დასაქმების ბრალდებით დაკავებული ქართველი ქალებიდან, ორმა საპატიმრო დატოვა

Exit mobile version