BREAKING

ემიგრაცია

ქართველ ემიგრანტ დედას ჩვენი დახმარება სჭირდება, იმყოფება იტალიაში, კერძოდ ბარის რეგიონში, ბავშვს აქვს სიმსივნე

იტალიაში, ქალაქ ბარიში მცხოვრები ემიგრანტი, ფსიქოლოგი თეონა ბოტკოველი, რომელიც ასევე საქველმოქმედო საქმიანობას ეწევა ლეიკიმიით დაავადებული ბავშვებისთვის, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

მოგესალმებით ყველას ჩემო მეგობრებო ვირტუალურო თუ რეალურო ❤ (ყველა მიყვარხართ)

მოვედი თხოვნით: ქართველ ემიგრანტ დედას ჩვენი დახმარება სჭირდება, იმყოფება იტალიაში, კერძოდ ბარის რეგიონში, ბავშვს აქვს სიმსივნე თავში, დეტალებში ვერ მოვყვები, რომ არ დაითრგუნოთ, მკურნალობის კურსს გადის ბარის პოლიკლინიკოში, არის მკურნალობის კურსი, რომელსაც უფინანსებს იტალია, მაგრამ მხედველობის და გადაადგილების პრობლემები დაემატა პატარას, სათვალე სჭირდება სპეციალური, რომელიც არ ფინანსდება, ამის გარდა დედა ბავშვს მარტოს ვერ ტოვებს, შესაბამისად ვერ მუშაობს, არიან ქირით ღმერთის და კეთილი იტალიელების დახმარების იმედად.

მე და ჩემმა მეგობრებმა ავუგროვეთ გარკვეული თანხა, მაგრამ ეს მიზერია რაც ჭირდებათ, მე ვიცი უამრავი კეთილშობილი მეგობარი, ნათესავი და ოჯახის წევრი მყავხართ აქაც და საქართველოშიც,დავუდგეთ გვერდით ემიგრანტ დედას, თქვენი ერთი ევროც და ერთი ლარიც ძალიან მნიშვნელოვანია, თქვენ თუ ვერ დაეხმარებით, გამიზიარეთ პოსტი ჩემო კარგებო, იქნება თქვენს მეგობრებში და მათ მეგობრებში აღმოჩნდნენ ქველმოქმედი ადამიანები, ეს ცხოვრება ხომ წუთია, რაც მეტ სიკეთის გაკეთებას მოვასწრებთ, მით მეტად აზრიანად ვყოფილვართ დედამიწაზე, პოსტს და საქართველოს ბანკი ანგარიშს რა თქმა უნდა ვაქვეყნებ დედის თანხმობით, ასეც ხდება რომ საქართველოდანაც ხანდახან გვჭირდება ემიგრანტებს თქვენი თანადგომა, ვისაც რისი საშუალებაც გვაქვს, უფალი დიდია, ყველას შეგვიწირავს 🙏❤

საქართველოს ბანკი GE59BG0000000549820095

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Related Posts