BREAKING

ემიგრაცია

ერთი ემიგრანტის ისტორია

დღეიდან, ქართული საემიგრაციო მედიაპლატფრომა, რომელიც იტალაიში ფუნქციონირებს იწყებს ახლა რუბრიკას, “ერთი ემიგრანტის ისტორია” რომელსაც ემიგრანტი თამუნა მენთეშაშვილი უხელმძღვანელებს.

“ერთი ემიგრანტის ისტორია” არის რუბრიკა, რომელიც ყურადღებას ემიგრანტების ინდივიდუალურ ისტორიებს უთმობს. თითოეული ამბავი გვიჩვენებს, როგორ დაძლიეს ადამიანებმა სირთულეები, როგორ მოერგნენ ახალ გარემოს და რა გზით ინარჩუნებენ საკუთარ კულტურულ იდენტობას მიმღებ ქვეყანაში. ეს რუბრიკა მიზნად ისახავს, ემიგრანტების ცხოვრებისეული გამოცდილებები და შთაბეჭდილებები ფართო აუდიტორიას გაუზიაროს და სხვებისთვის მოტივაციის წყაროდ იქცეს. თითოეული ისტორია ადამიანური სიძლიერისა და ადაპტაციის უნიკალური მაგალითია.

– გამარჯობა, მე ვარ თამუნა მენთეშაშვილი. 51 წლის ემიგრანტი იტალიიდან. მყავს სამი შვილი და ერთი შვილიშვილი. პროფესიით პედაგოგი. მანამ, სანამ შვილები პატარები მყავდა, ვმუშაობდი ერთ-ერთ საჯარო ბაღში აღმზრდელ-პედაგოგად. ბოლო 14 წელი, სანამ ემიგრაციაში წამოვიდოდი, კერძო საბავშვო ბაღს ვხელმძღვანელობდი. ძალიან მიყვარდა ჩემი საქმე. მაგრამ ცხოვრებისეულმა გამოწვევებმა მაინც დამაყენა ემიგრაციის გზაზე.

მეც უამრავი ლაბირინთი გავიარე, ისევე, როგორც ყველა ემიგრანტმა. მიუხედავად ბევრი სირთულისა, ვცდილობ არ გავჩერდე. შეძლებისდაგვარად ვსწავლობ, ვკითხულობ და ვცხოვრობ აქტიური ცხოვრებით. არ ვუშვებ ხელიდან არც ერთ შანსს, რასაც ცხოვრება მთავაზობს. მაქვს მიზნები და მჯერა, რომ აუცილებლად მივაღწევ.

დამეთანხმებით ემიგრაციაში მოსაყოლი ამბავი ყველას გვაქვს. ვისმენ უამრავ ემიგრანტულ ისტორას და სულ ვფიქრობ, ნუთუ შეიძლება ეს ყველაფერი არ მივიტანოთ მკითხველამდე? ხო და მეგობრებო, ეს დროც დადგა.

მიხარია რომ შევუერთდი Aprioritv-ს არაჩვეულებრივ გუნდს, სადაც შემოგთავაზებთ ახალ რუბრიკას ,,ერთი ემიგრამტის ამბავი”. მოგვწერეთ, მოგვიყევით თქვენი საინტერესო ისტორიები. ჩვენ თქვენს ამბავს გავუზიარებთ ჩვენს მკითხველს. რა თქმა უნდა თქვენს სურვილზე იქნება დამოკიდებული, თქვენი მონაყოლი იქნება საჯარო თუ ანონიმური.

ისტორიები გამოგვიგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: [email protected]

P.S. მინდა ჩემი მადლიერება გამოვხატო AprioriTV-ს დამფუძნებლის khatuna Sharadze -ს მიმართ, ნდობისა და შესაძლებლობისთვის.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔴 „მახარებს ის ფაქტი, რომ იტალიაში მოქმედ დიასპორულ მედიას Aprioritv – ის გუნდს შევუერთდი“ – ემიგრანტი ჟურნალისტი

🔴 „როცა იტალიას სძინავს, ქართველი დედები, შვილის მონატრებით გულმოკლულები ჩვენს პოტენციალს, განვითარების სურვილს, შვილის სითბოს, აქ ამ ადამიანებში ვდებთ, ზოგსაც გვიფასდება ზოგსაც არა“ – ემიგრანტის წერილი

🔴 ვინ არის, იტალიაში საკუთარი ესთეთიკის ცენტრის ქართველი მფლობელი?

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts