BREAKING

ემიგრაციაიტალია

ინტეგრაციის უფასო კურსები ემიგრანტებისთვის – „Geo House“-ს ინიციატივები და ახალი გამოწვევები

4 ივლისს, ქალაქ ბარიში, Aldo Moro-ს სახელობის უნივერსიტეტში ქართველ ემიგრანტებთან შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა, საემიგრაციო ორგანიზაცია „Centro servizi Geo House“-სა და  ოჯახში დასაქმებულ პირთა შრომითი უფლებების დამცველი ეროვნული ასოციაციის – „Domina“-ს ორგანიზებით ჩატარდა.

ხსენებული ასოციაციების ინიციატივითა და ხელშეწყობით, ემიგრანტებს, ორ თვიანი უფასო გადამზადების კურსები ჩაუტარდათ, რომელიც ხელს უწყობს ემიგრანტების მიმღებ ოჯახებში ინტეგრაციის პროცესს და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები, ასევე ანა შიო „Domina“-ს ცენტრალური ოფისის დირექტორი, ლორენცო პაპა – „Domina“-ს ბარის ფილიალის დირექტორი, ემანუელა მელი – ტრენერი და ბიზნესის მწვრთნელი, მწერალი, ანტონია სიმონე – ასოციაცია „Geo Hause“-ს ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი, მარტინა დე კანდია – ფსიქოლოგი, თეონა ბოტკოველი – ფსიქოლოგი.

შეხვედრაზე მყოფ ასამდე ემიგრანტს, ტრენინგის წარმატებით გავლისა და სამუშაო კვალიფიკაციის ამაღლების დამდასტურებელი სერტიფიკატები „Geo Hause“-ს დამფუძნებელმა ხათუნა ბოლაშვილმა და  ლორენცო პაპამ – „Domina“-ს ბარის ფილიალის დირექტორმა გადასცეს.  

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იტალიის შრომის კანონის გათვალისწინებით, ოჯახის დამხმარისა და მომვლელის პოზიციაზე მყოფ დასაქმებულ პირთა ხელფასი კვალიფიკაციისა და სამუშაო კატეგორიის მიხედვით განისაზღვრება.

ასევე აღსანიშნავია, რომ „Geo House“-ს ხსენებულ პროექტს 2022 წლიდან ახორციელებს.

პროექტის ფარგლებში, ტრენინგ კურსები კვალიფიციური ტრენერების მიერ ჩატარდა. ტრენინგები ჩაატარეს: საემიგრაციოს საკითხების ადვოკატმა, ექიმმა, საემიგრაციო საკითხების ექსპერტმა, ფსიქოლოგმა და ექთანმა.

„Geo House“-ი უახლოეს მომავალში სხვადასხვა ტიპის ტრენინგ-სემინარებისა და სასწავლო კურსების განხორციელებას გეგმავს, რომელიც ცალსახად ხელს შეუწყობს ემიგრანტების ინტეგრაციის პროცეს მიმღებ ქვეყანაში.

როგორც ემიგრანტებმა, საემიგრაციო მედიამაუწყებელ AprioriTV-სთან საუბარში აღნიშნეს, მსგავსი ტრენინგები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მათ ინტეგრაციაში.

თეა მაკალათია, ემიგრანტი: მივესალმები ამ პრეცენდენტს. სამუშაოს სპეციფიკიდან გამომდინარე, შეიძლება ერთი შეხედვით, ვინმეს მარტივად მოეჩვენოს ოჯახში მუშაობის საკითხები, თუმცა ასე არ გახლავთ. კურსებზე მიღებულმა პრაქტიკულმა თუ თეორიულმა სწავლებებმა სულ სხვა კუთხით დამანახა ჩემი სამუშაო. მეტი მიმღებლობა გამიჩნდა ჩემი სამსახურის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით აღმზრდელი გახლავართ, ვთვლი რომ ნებისმიერ საქმეს, რომელსაც ვაკეთებთ მის შესახებ თუ მეტ ინფორმაციას ვფლობთ გაცილებით ადვილი და მისაღებია ის სამუშაო.

იმეგობრეთ ჩვენთან – Centro servizi GeoHouse

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Related Posts