Apriori TV დაუკავშირდა ვალენსიაში მცხოვრებ ემიგრანტს ირაკლი ჯოხაძეს, რომელმაც ექსკლუზიურად, სტიქიის ადგილას გადაღებული ფოტო-ვიდეო მასალა მოგვაწოდა.
ირაკლი ჯოხაძე ემიგრანტი 2014 წლიდან, ოჯახთან (მეუღლესთან და ოთხ შვილთან) ერთად ცხოვრობს სოფელ პაიპორტაში, რომელიც ვალენსიის გვერდით მდებარეობს.
,,მე და ჩემი ოჯახი, თვითმხილველები ვართ სტიქიის. ყველაზე მეტი ადამიანი, ამ რეგიონში, პუებლო, სოფელ პაიპორტაში დაიღუპა. სტიქიის დროს, ჩემი შვილი, სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს, მაშინ, როცა მეგობარს სახლის წმენდისას ეხმარებოდა, უეცრად, ძლიერი წყლის ნაკადმა პირველი სართული დაფარა, ბავშვებმა შეძლეს ჭერის ანგრევა, ტერასაზე ასვლა, მეზობელი კორპუსის მაღალ სართულს შეაფარეს თავი.
წყლის ჭარბი ნაკადის შედეგად, ტრაგედია რამდენიმე სოფელში მოხდა. Utiel, Requena, Chiva, Ribba-roja (რიბა-როხა – აქ დიდი ლოჯისტიკური ცენტრი იყო, ამარაგებდა მთელ ვალენსიას და მალიარკას) Torrent, Picañya, alaquas, Paiporta ეს ის სოფელია, სადაც ოჯახთან ერთად ვცხოვრობ. ყველაზე მეტად, ეს სოფელია დაზარალებული. დაღუპულთა რაოდენობა ამ დროის მონაცებით 62 -ია.
სტიქიის ადგილას, გაწმენდითი სამუშაოები მიმმდინარეობს. მოხალისეები თვითორგანიზებით მოვიდნენ ნიჩბებით, ცოცხებით და ვედროებით, მოიტანეს წყალი, ცოტაოდენი მზა საკვები. წამლებიც საველე პირობებში რიგდება. ჩვენ, ამ წუთას არ გვაქვს ონკანში წყალი. ანტისანიტარიაა სადარბაზოებში და ქუჩებში. საკვები და წყალი, ასევე ტანსაცმელი მოაქვთ იმდენი რომ ხელუხლებლად დევს. დღის განმავლობაში მოხალისეებს სისტემატიურად სთავაზობენ საკვებს და წყალს, გახსნილია პროდუქტების და ტანსაცმლის საველე პუნქტები შეძლებისდაგვარად დაიწყეს ხალხის დახმარება და ჩახერგილი სადარბაზოების გათავისუფლება.
სტიქიის შემდეგ, პოლიცია ძალიან დაბნეული იყო, ფაქტიურად უმოქმედო, ვერ შეაკავეს მოროდიორობა და მაღაზიების სტიქიური ძარცვა. მხოლოდ მესამე დღეს ჩამოვიდა ეფექტური დამხმარე ძალა სხვა პროვინციებიდან, მათ შორის სამხედროები. სტიქიის დროს, დაზიანდა და ამ დრომდე კომუნიკაციის კავშირის პრობლემაა ჩვენს ზონაში. სავარაუდოდ, მობილურების ქვესადგურებია დაზიანებული. ამ დროისთვის დატბორილი აღარცერთი სოფლელი არ არის, უბრალოდ ტალახი, მანქანები და ნაგავია ყველგან. დღეს, გვერდით სოფელში, კარვებში გახსნეს საველე ჰოსპიტალი. – გვითხრა ირაკლი ჯოხაძემ.
ინტერვიუს მზადების პროცესში ირაკლიმ დამტებითი ინფორმაცია მოგვაწოდა: „დღეს შუადღეზე გავიგე, რომ სავაჭრო ცენტრ bonaireში მიწიქვეშა სადგომზე უამრავი ადამიანის გვამის აღმოაჩინეს. წარმოიდგინეთ მეხუთე დღეს აღმოაჩინეს… ეს ხომ დანაშაულია?!“ – გვწერს ირაკლი.
AprioriTV-ს მკითველს ვთავაზობთ ირაკლი ჯოხაძის მიერ გადაღებულ ფოტო-ვიდეო მასალას.
სტიქიის ზონაში გადარჩენილ ქართულ ოჯახთან ინტერვიუ ჟურნალისტმა ნათია ვასაძემ ჩაწერა.