ემიგრანტი პოეტისა და კომპოზიტორის ერთობლივი ნამუშევარი

ემიგრანტი პოეტი

ემიგრაციაში მყოფი ქართველებისთვის ხელოვნება ხშირად სულიერი თავშესაფარია. ემოცია, მონატრება და სიყვარულით აღსავსე სიტყვები მუსიკად გარდაიქმნება, ხოლო მუსიკა – სამშობლოსთან კავშირის მტკიცე ძაფად რჩება.

ასეთივე განსაკუთრებული ნამუშევარი გაჟღერდა პირველად: ქართველი პოეტის, ლელა ლაჩაშვილის ლექსზე – „ზოგჯერ მომიკითხე“ – ემიგრანტმა კომპოზიტორმა, ესპანეთში მცხოვრებმა მაია სიჭინავამ შექმნა სიმღერა. ეს არის ნაზ და ამავდროულად ტკივილით აღსავსე ტექსტი, რომელიც თითოეულ ემიგრანტს საკუთარ თავს აგონებს – მონატრებას, განშორებას, იმედსა და დანაკარგს.

„ზოგჯერ მომიკითხე იქნებ როგორა ვარ…“ – ეს სიტყვები არა მხოლოდ უბრალო მიმართვაა, არამედ შინაგანი აღიარება იმისა, თუ რამდენად ძვირფასია ახლობლების უბრალო კითხვა – „როგორ ხარ?“ ემიგრაციაში მყოფი ადამიანისთვის. პოეტი სევდისფერ შემოდგომას მეგობრად იხსენიებს, მაგრამ მისი მიტოვებაც კი ენდომება, თუკი ის, ვისაც ელოდება, ერთხელ მაინც არ მოიკითხავს.

მაია სიჭინავას მელოდია, რომელიც ამ ლექსს შეერწყა, ალბათ, კიდევ უფრო ამძაფრებს ემოციას. მუსიკა იმავე ნაზ და ნოსტალგიურ ტალღაზეა, როგორც თავად ტექსტი – შესაძლოა, ტკივილიანი, მაგრამ იმედით სავსე.

ეს სიმღერა პირველად გაჟღერდა, რაც ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციებს იწვევს როგორც შემოქმედებში, ისე მსმენელებში. პოეტისა და კომპოზიტორისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ როგორ მიიღებს ამას საზოგადოება, რამდენად შეეხება გულს მათი ერთობლივი ნამუშევარი.

Exit mobile version