BREAKING

ემიგრაცია

ემიგრანტი დედის დრამა მილანში: შეუძლოდ გახდა და შვილები ჩამოაშორეს, მაგრამ სასამართლომ მათ გაერთიანებას მხარი დაუჭირა

მილანში, უცხოელი (ქართველი) დედა შვილებს დააშორეს მას შემდეგ, რაც ცენტრალურ სადგურში შეუძლოდ გახდა – სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ბავშვები დაუყოვნებლივ დედას უნდა დაუბრუნდეს – ინფრომაციას იტალიური მედია ავრცელებს.

მილანში, ცენტრალური სადგურის ტერიტორიაზე, ქართველი ქალი, რომელიც თავის ორ შვილთან ერთად იმყოფებოდა, შეუძლოდ გახდა, ისინი იტალიის ერთ-ერთი რეგიონიდან მოძალადე მამისგან თავის დაღღწევას ცდილობდნენ, რის შემდეგაც ის შვილებისგან დროებით დააშორეს. თუმცა, სასამართლომ სწრაფად იმსჯელა ამ საკითხზე და გადაწყვიტა, რომ ტყუპი ბავშვები დაუყოვნებლივ უნდა დაბრუნდნენ დედას.

იტალიური მედიის ცნობით, ქალი, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, თავის ტყუპ შვილებთან ერთად მილანის ცენტრალური სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, როცა მოულოდნელად შეუძლოდ გახდა. ამის გამო იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ დროს, სოციალური სამსახურები ჩაერივნენ და ბავშვები დროებით სხვა ადგილას გადაიყვანეს, რადგან დედა ფიზიკურად ვეღარ უვლიდა მათ.

სიტუაციამ ყურადღება მიიპყრო, რადგან ბავშვები დედისგან განცალკევებულად დარჩნენ. ამის გამო საქმე სასამართლომ განიხილა და გადაწყვეტილება მალევე მიიღო. მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ დედასა და შვილებს შორის განშორება უსამართლო და არასაჭირო იყო, ამიტომ გადაწყდა, რომ ისინი დაუყოვნებლივ უნდა გაერთიანებულიყვნენ.

ამ შემთხვევამ კვლავ წამოჭრა იტალიის სოციალური დაცვის სისტემის ეფექტიანობის საკითხი, განსაკუთრებით კი იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად სწორად მართავენ მსგავს სიტუაციებს, როდესაც საქმე ემიგრანტი ოჯახების უსაფრთხოებას და კეთილდღეობას ეხება.

დედა, რომელიც მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა, დროებით დახმარებას საჭიროებდა, მაგრამ ამის გამო მას შვილები დროებით ჩამოაშორეს. კრიტიკოსების აზრით, მსგავსი სიტუაციები განსაკუთრებულად ფრთხილად უნდა განიხილებოდეს, რათა ბავშვებს მშობლებისგან განშორების ტრავმა არ მიადგეთ.

ახლა, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დედა და მისი ტყუპი ბავშვები კვლავ ერთად იქნებიან.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts