BREAKING

ემიგრაცია

ემიგრანტებმა რეჯო კალაბრიაში დედის დღე საზეიმოდ აღნიშნეს

რეჯო კალაბრიაში დედის დღე საზეიმოდ აღნიშნეს

2 მარტს, იტალიის ქალაქ რეჯო კალაბრიაში, საკვირაო სკოლა „იმედის“ მოსწავლეებისა და პედაგოგების ორგანიზებით, დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, სახელწოდებით – „შენ გაზაფხულის სურნელებას მოჰყევი, დედა“.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსწავლეების მშობლები, მოწვეული სტუმრები და სკოლის მხარდამჭერები. ემოციური და შთამბეჭდავი საღამო პატარა შემსრულებლებმა ლექსებით, სიმღერებითა და ქართული ფოლკლორის ნიმუშებით გაამდიდრეს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ისიც, რომ ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო ქართული ტრადიცია – „ბატონები“, რომელიც 2022 წელს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსით აღიარეს.

საზეიმო ღონისძიებამ გულგრილი არავინ დატოვა. მოსწავლეებმა მთელი სულითა და გულით შესრულებული ნომრებით დედებსა და დამსწრე საზოგადოებას განსაკუთრებული დღე აჩუქეს. მათმა შემოქმედებითმა ნომრებმა სიმბოლურად გადმოსცა ქართული კულტურის სიყვარული, ტრადიციების დაცვა და ემიგრაციაში მყოფი ბავშვების მზრუნველობა საკუთარი ფესვების მიმართ.

ღონისძიების ბოლოს საკვირაო სკოლა „იმედის“ მოსწავლეებს სიგელები და წიგნები გადაეცათ, ხოლო პედაგოგებს – მადლობის სიგელები მათი თავდადებული შრომისთვის. დაჯილდოვებულთა შორის იყვნენ:

ანა ყიფიანი
სვეტლანა გველებიანი
ეკატერინე ბერიკაშვილი

აღსანიშნავია, რომ საკვირაო სკოლა „იმედი“ აქტიურად ხელს უწყობს ქართული ენის, კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნებას ემიგრანტ ოჯახებში და ხშირად მართავს სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურულ ღონისძიებებს იტალიაში მცხოვრები ქართველებისთვის.

ღონისძიების ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს ყველა იმ ადამიანს, ვინც ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის ქართული კულტურული მემკვიდრეობის გაცნობა და შენარჩუნება.

დედის დღის ეს განსაკუთრებული საღამო რეჯო კალაბრიაში დაუვიწყარ მოგონებად დარჩება!

AprioriTV •აპრიორიტივი -ს სპონსორია ნუტრიციოლოგიის რეზიდენტი და ფიტნეს ინსტრუქტორი იტალიაში მამუკა რაშოიანი

საკონტაქტო ინფორმაცია WhatsApp +39 351 857 1719

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts