BREAKING

ემიგრაცია

ემიგრანტებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილება ევროპის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება – თავშესაფრის მაძიებელთა უფლებებს ახალი დაცვა დაემატა

ევროპის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ამიერიდან, თავშესაფრის ე.წ. „აზილო“-ს  მაძიებლებს, მათ შორის საქართველოდან და სხვა ქვეყნებიდან, შეუძლიათ მოითხოვონ, რომ მათი საქმე განიხილონ არა ზოგადი სიების, არამედ პირადი რეალობისა და საფრთხეების გათვალისწინებით.

ევროპის მართლმსაჯულების სასამართლომ 2025 წლის აგვისტოში მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც შესაძლოა თავშესაფრის მაძიებლებისთვის ახალი სამართლიანი სივრცე შექმნას. სასამართლომ დაასკვნა, რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ აქვთ უფლება, ერთპიროვნულად და უპირობოდ განსაზღვრონ რომელი ქვეყნებია „უსაფრთხო წარმოშობის“. ამ სიას უნდა ექვემდებარებოდეს სასამართლო კონტროლი, რათა დაცული იყოს ინდივიდუალური უფლებები და რეალობასთან შესაბამისობა.

რა შეცვალა სასამართლოს გადაწყვეტილებამ?

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, „უსაფრთხო ქვეყნების“ სტატუსის მინიჭება უნდა იყოს გამჭვირვალე, დასაბუთებული და გადასინჯვადი სასამართლოს მიერ. ეს ნიშნავს, რომ თუ კონკრეტული ქვეყანა დაემატა ამ სიას, მოქალაქეს მაინც უნდა ჰქონდეს უფლება, სასამართლოში დაასაბუთოს, რომ პირადად მისთვის ეს ქვეყანა უსაფრთხო არ არის.

📍 რა ხდება იტალიაში?

ადრე, როცა თავშესაფრის მაძიებელი “უსაფრთხოდ” მიჩნეულ ქვეყნიდან იყო, საქმის განხილვა მნიშვნელოვნად მარტივდებოდა, ხშირ შემთხვევაში ავტომატურად უარყოფის გადაწყვეტილებით სრულდებოდა.

ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება პირდაპირ ეწინააღმდეგება ამ პრაქტიკას. ახლა იტალიამ უნდა უზრუნველყოს, რომ მოსამართლეებს ჰქონდეთ უფლება და ვალდებულება გადაამოწმონ ის გარემოებები, რომლებზეც უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი დაყრდნობილია.

ეს ცვლილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ მიგრანტებისთვის, რომლებიც მიუხედავად ფორმალური “უსაფრთხო” სტატუსისა, რეალურად საფრთხეში იმყოფებიან თავიანთ ქვეყნებში — პოლიტიკური აქტივობის, სექსუალური იდენტობის, რელიგიური რწმენის ან სხვა მიზეზების გამო.

ევროპის სასამართლოს გადაწყვეტილება ემსახურება პიროვნულ მიდგომაზე დაფუძნებულ მართლმსაჯულებას.

ეს ნიშნავს, რომ:

  • აღარ იქნება საკმარისი მხოლოდ ქვეყნის სტატუსი — ინდივიდუალური მდგომარეობა გადამწყვეტ როლს შეასრულებს.
  • თავშესაფრის მაძიებელს ექნება შანსი დაამტკიცოს, რომ მისი ცხოვრება და უსაფრთხოება რეალურად საფრთხის ქვეშ არის.
  • სასამართლო სისტემას დაევალება შეაფასოს — რატომ არის კონკრეტული ქვეყანა სიაში და ეს რამდენად შეესაბამება ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს.

ავტორი: AprioriTV
გამოქვეყნების თარიღი: 2025 წლის 7 აგვისტო
წყარო: Stranieriinitalia

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts