BREAKING

ემიგრაცია

„დღეს ისეთ ამბავს შევესწარი არ შემიძლია თქვენც არ გიამბოთ, ახალგაზრდა გოგო ცხარე ცრემლით ტიროდა…“ – ემიგრანტის წერილი

ქართველი ემიგრანტი იტალიაში, ლელა ლაჩაშვილი საემიგრაციო ჯგუფ ქართული დიასპორა იტალიაში/Diaspora georgiana in Italia/-ში ემიგრანტებისთვსი აქტუალურ საკითხზე წერილს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

უთოფო ყაჩაღები‼️

მეგობრებო, იმ უკიდურესად დაძაბულ პოლიტიკურ ფონზე, რაც ჩვენს სამშობლოშია, ალბათ ვიღაც იტყვის რადროს ეს არისო, მაგრამ თუ კარგად დავუკვირდებით, ზუსტადაც ამის დროა ახლა და ყოველთვის იქნება ვიდრე ერთი გაჭირვებული ემიგრანტი იარსებებს ქვეყნის გარეთ.

დღეს ისეთ ამბავს შევესწარი არ შემიძლია თქვენც არ გიამბოთ, ახალგაზრდა გოგო ცხარე ცრემლით ტიროდა ცხრაას ევროიან სამსახურში 600 ევროს მართმევს დამსაქმებელიო, თანაც გიჟ და ფსიქიურად არაჯანმრთელ მოხუცთან მუშაობაში, ასეთ სამსახურში დიდხანს არ უნდა გაჩერდეს ადამიანი, თვითონაც რომ არ შეექმნას ჯანმრთელობის პრობლემები და როცა ამდენ ფულს იხდი რა გინდა რომ ქნა და როგორ გინდა დატოვო მამასისხლად ნაყიდი სამსახური?

რაც ყველაზე უფრო ამაზზრზენია როგორც გავიგე ეს დამსაქმებელი ოფიციალურ კაფ-პატრონატოში (ქართველებთან) ზის და ყოფნის თავხედობა ამდენი ფული გადაახდევინოს ადამიანს. ამჟამად კიდევ თავს შევიკავებ კონკრეტიკისგან, არ მინდა დაუზუსტებლად და ნაჩქარევად ვთქვა რამე თუმცა იცოდნენ “უთოფო ყაჩაღებმა” კოკა წყლის გზაზე ტყდება და ყოველთვის არ მოიტანს წყალს. მოვა მათი დროც როგორც ტარანტოში, აქაც გამოჩნდებიან მათი საქმეების გამჟღავნებლები და მაშინ არავინ აღარ დაინდობთ, უახლოესი მეგობრებიც განუდგებიან, თუ ჰყავთ საერთოდ მეგობრები ასეთებს. და გაიგეთ ბოლოს და ბოლოს რომ სამშობლო მხოლოდ ტერიტორია არ არის, სამშობლო ჩვენ ვართ ყველანი ერთად და ცალ-ცალკე ვერ მოვერევით პრობლემებს ვიდრე ერთმანეთის ხორცის ჯიჯგვნას არ შევეშვებით.

სიკეთე მოგცეთ ღმერთმ.

ჯგუფის ადმინი:ლელა ლაჩაშვილი.

პ.ს. ჩვენ კიდევ დაუბრუნდებით ამ თემად!

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts