BREAKING

ემიგრაცია

„დამსაქმებლები“ და ახალჩამოსულთა ჩაგვრა – ემიგრაციის ჩრდილოვანი ნაწილი

ემიგრაციაში ე.წ. დამსაქმებლის ინსტიტუტი, ის იატაქვეშა საქმიანობაა, რომლის შესახებაც ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ თავისი საჭიროებიდან გამომდინარე და ემიგრაციის ფენომენის გათვალისწინებით, „დამსაქმებლობა“ კვლავ სარფიან საქმედ რჩება.

ამ მტკივნეულ და მახინჯ ფენომენზე ემიგრანტი თეონა ჭანტურია თავის წერილს გვიზიარებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ტაქსები არ დაგავიწყდეთ!

ეხლა ისეთ სამსახურში ვმუშაობ სახლისკენ მიმავალ გზაზედ ის ადგილი უნდა გავიარო სადაც პირველად იტალიაში ჩამოვედი. ის ბინა მახსენდება, სამ ოთახში 20-მდე უმუშევარი ქართველი რომ გამომჯდარიყო და თავის ბედს ტიროდა. მახსენდება და გული დარდით მევსება.

პირველად ცოტა უხეში მომეჩვენა ქალბატონი რომელიც დასაქმებას დამპირდა და რომლის ბინაში უნდა მეცხოვრა…

ეხლა როცა ამ გადასახეხიდან ვუყურებ და ვიხსენებ ჩემს მდგომარეობას, რაც მაგ ქალბატონის გარეშე ქართველმა, ვითომ მეგობრებმა გადამატანინეს, მას შემდეგ ვფიქრობდი უმუშევარს არასოდოს არ უნდა ჰქონდეს სტრესი და ტერორი შიში და აგრესია. ყველაფერი ერთადაა ახლა თავმოყრილი ამ ბინიანი დამსაქმებლების ხელში.

თქვე კაი ოჯახის შვილებო ან უფლის არ გეშინიათ ან კაციის? ჯერ ხო ახალჩამოსულებზე ძღებით უხეშათ რო ვთქვათ. გიხდიან ბინის ფულს… რატო სვამთ ბინაში თვეობით რომ ბოლო კაპიკი ამოაცალოთ ან ვალში ჩაითვალოთ? ბინის ქირები აგროვოთ ამ საწყალი ხალხხის კისერზე?

და ენის მიმტანები რომ გიზით ბინაში ყურმოჭრილი მონები ეგენი…

ჯოჯოხეთის მაშხალებო დამიჯერეთ მტერი შეიძინეთ ჩემი სახით დიდი მტერი. ვინ გეკითხებათ ეს ახლები სად გავლენ? ვის ნახავენ? როდის გავლენ? მუშაობას დეიდაშვილი დააწყებინებს თუ მამიდაშვილი? რას დასდევთ ვის აყოლებთ ენის მიმტანებს ფეხდაფეხ?…

მე როცა პირველად დამსაქმებლის ბინა დავტოვე სიბრალულით შემომხედა დამსაქმებელმა და მითხრა, ასეთ ხასიათის რომ ხარ ვინმემ არ მოგატუოსო, – ფრთხილად იყავიო, დედაშვილურად დამარიგა… მას მერე სულ მახსენდები კარგო ადამოანო. სახელი რომ შემიცვალე, თეონას ნაცვლდ თეა ჰქვია და დღესაც თეას რომ მეძახიან ეს იტალიელები, მარტივად გაიმეორებენო და ის კარგი ოჯხი რომელშიც ორი წლის მუშაობის დასრულების მერეც საკუთარი შვილივით მომიკითხავს ხოლმე, თქვენი წყალობით გავიცანი.

და ბოლოს ფინალი ამ განრისხებული გულით წერისა ის არის, რომ ტაქსებით იარეთ ტაქსებით „აპუნტამენტიებზე“, თქვენმა მზემ სულ ტაქსებში დაიზარდენით…ა მოაცალეთ ყველა კაპიკი ახალბედა ქართველებს ყველა ნერვი დაუგლიჯეთ იქნებ არაა აქვთ, ხალხნი არა ხართ?

დედას გეფიცებით შეიბრალეთ ეს ახლები თორემ ამოვა ყელში და შეიძლება ისეთი სკანდალი მოგიწყოთ მთელს იტალიაში თავი ვერ გამოყოთ თქვენ და თქვენმა შპიონაჟმა.

მეტს არაფერს არ დავამატებ უბრალოდ ერთი აწეული ხმა დასტრესილ ადამიანზე წყევლად და რისხვად მოგეფინოთ!

ესენი ხო ყველა გაჭირვებული საქართველოდან არიან, ნასესხები ფულებით ჩამოსულები!!! ქართველები არა ხართ ? აფერისტებო!“ – წერს თეონა ჭანტურია.

თეონა ჭანტურია

თეონა ჭანტურია

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Related Posts