ასტროფსიქოლოგ გიორგი ლობჯანიძის პროგოზი:
პლანეტარული კუთხითაც მეტად მნიშვნელოვანი სიახლეები გვაქვს და ამაზეც გეტყვით:
ექსპანსიის, მსოფლმხედველობის, ეთიკურ-რელიგიური და ფილოსოფიური საკითხების მაკონტროლებელი პლანეტა იუპიტერი 25 მაისს გადაბრძანდა ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში და იქ 2025 წლის 9 ივნისამდე იმოძრავებს.
გეოსტრატეგიული თვალსაზრისით ახლა მეტად რთულ დროს მოუწია იუპიტერს ტყუპებში მოძრაობა. იმედი მაქვს, ყველა თავის დადებით თვისებებს გაააქტიურებს.
ეს ერთ-ერთი საუკეთესო დროა კრიტიკული სიტუაციების შესასწავლად. ჯერ, ზოგადად, სწავლისთვის და შემდგომ უკვე საკამათო საკითხების გამოსაყოფად. კამათში იბადება ჭეშმარიტება, ამიტომ, არაა გამორიცხული ერთგვარი გაფილტვრის პროცესი ჩაირთოს ბევრ ვინმესთან და ბევრ რამესთანაც.
დრო ხელს უწყობს დიპლომატიური კავშირების გაღრმავებას, მოგზაურობას, გამოცდების ჩაბარებას, სწავლას, კვალიფიკაციის ამაღლებას, ვიზის პრობლემების მოგვარებას, ლიტერატურული ღონისძიებების გამართვას, ახალი სასწავლო ცენტრების ჩამოყალიბებას, განათლების კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას, მარკეტინგულ საქმიანობას, უცხო ენებთან კონტაქტის დაახლოებას და ახალი რადიო-ტელევიზიური და ინტერნეტ პორტალების – გადაცემების გაშუქებას.
რაც ჩამოვთვალე, ამ სფეროებში, ბევრ ადამიანს მოუნდება საკუთარი წვლილის შეტანა, სიტყვის თქმა, ბევრი საინტერესო ორგანიზაცია შეიძლება დაარსდეს და ფუნდამენტი ჩაეყაროს უმნიშვნელოვანეს გლობალურ საქმეებს.
ასევე, წინა ხაზზე წამოვა გეოსტრატეგიული კუთხით ქვეყნებს შორის მეზობლური ურთიერთობების საბოლოო სურათის გამოკვეთა. აქ გადაწყდება რომელი ქვეყანა რომლის მოკავშირე იქნება და სტრატეგიულად ვინ ვის აუბამს მხარს. ეს პერიოდი შესანიშნავია მშვიდობიანი მოლაპარაკებების ხარჯზე ახალი მეგობრების შეძენისთვის და წყენების განეიტრალებისთვის.
აქვე დავსძენ, რომ ვისაც გსურთ ტურისტული კომპანიების გახსნა ან გიდად მუშაობა, ასევე, თქვენთვის ერთ-ერთი საუკეთესო დროა საამისოდ.
მთავარია ნუ იქნებით ზედაპირულები და ორჭოფობას მოეშვით! კონცენტრირდით ერთ საგანზე!
ყველაფერთან ერთად, ძალიან ბევრ აბიტურიენტს სასიამოვნოდ გაუმართლებს. მთავარია მოინდომოთ!
ამ ერთი წლის მანძილზე უფრო მეტად ჰაერის სტიქიის წარმომადგენლები იქნებიან წარმატებულები: პირველი მაინც ტყუპებია, შემდგომ სასწორი და მერწყული.
ვისაც გსურთ მოქალაქეობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარება ან შესაბამისი გამოცდების ჩაბარება თქვენთანაც დიდი სიახლეები იქნება!
მოკლედ, ამ კუთხით, დრო საინტერესოა, დანარჩენი შეეცადეთ და იაქტიურეთ!
გმადლობ ყურადღებისთვის!