ცნობილი ქართველი ასტროლოგი ბრიჯიტ ივანა გრუზინსკი, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, სოციალურ ქსელში ამერიკის საპრეზიდენტო კანდიდატების, დონალდ ტრამპისა და კამალა ჰარისის შესახებ შესაძლო შედეგებზე წერს:
„ხელი მიკანკალებს თან ახლა ამას რომ ვწერ.
სხვა და სხვა ჩახლართული მიზეზის გამო, ძალიან გამიჭირდა პროგნოზის გაკეთება. ასტროლოგიურად რომ აგიხსნათ, მაინც ვერ გაიგებთ და ამიტომ თქვენთვის გასაგებ ენაზე დავწერ:
ის, რაც Trump-ს “მარჯვნიდან” ეხმარება მოგებაში ასტროლოგიურად- Kamala-ს “მარცხნიდან” უდგას მხარში. ამას ემატება ის, რომ დიახ, Kamala-ს პრეზიდენტობა უწერია ვარსკვლავებში, მაგრამ ის უკვე იყო 80 წუთით პრეზიდენტი 2021 წლის 19 ნოემბერს, როდესაც Biden ანესთეზიის ქვეშ იყო მედიკალური დათვალიერების დროს.
Trump-ცუდად უზის ინაუგურაციის დღე და წინა დღეებიც. მის რჩეულ ვიცე პრეზიდენტ Vance-საც ცუდად უზის ინაუგურაციის დღე… მის ოპონენტ ვიცე პრეზიდენტის კანდიდატურას კი კარგი რუკა აქვს მაგ მხრივ…
ჩემი პროგნოზის პროცენტულობა ასეთია 51% Kamala და 49% Trump. ამავდრულად ვფიქრობ, რომ იმაზე მეტი დრო დასჭირდება გამარჯვებულის გამოვლენას, ვიდრე ოდესმე-ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში…
ჯერ ძალიან, ძალიან ადრეა პოლიტიკური პროგნოზები, რადგან საარჩევნო უბნები არც კი დახურულა….
მაგრამ არის ერთი ფაქტორი. შტატებში ცოტა ჩახლართული საარჩევნო სქემა გვაქვს. არის popular და electoral ხმები. ანუ, შეიძება მოიგო popular ხმის უმრავლესობა და წააგო electoral, რომელიც სხვანაირად ითვლება (ახლა აქ არ განვმარტავ. არ გჭირდებათ)
2016 წელს, Hillary Clinton-მა მოიგო არჩევნები popular ხმით და Trump-მა electoral-ით და მიუხედავად იმისა, რომ მოსახლეობის უმრავლესობამ რეალურად ხმა მისცა Hillary-ს- President გახდა Trump.
Trump-ს აქვს “ჯადოსნური” რუკა, რომელიც მეფეებს და პრეზიდენტებს აქვს, მაგრამ არის ერთი ფაქტორი- მისი რუკის მსგავსი პრეზიდენტები, უბედური შემთხვევით (პირდაპირ არ ვწერ…. დანარჩენს თქვენ მიხვდით) ამთავრებენ ცხოვრებას……. მაგალითად Kennedy, Lincoln………….
ამავდროულად, Trump-ს აქვს სასწაული “ბედი”…. გაიხსენეთ მისი ლიკვიდაციის მცდელობა………
ამჯერად ვფიქრობ, რომ Trump მოიგებს Popular vote და Kamala -electoral…….
დავუშვათ სამყარომ ამჯერადაც უწყალობა Trump-ს და მოიგო არჩევნები…. არ ვიცი ისევ რამეს უჩალიჩებენ თუ გულის პრობლემა ექნება, რადგან 20 იანვარი, ინაუგურაციის დღე მას კარგად არ უზის ჩარტში
თუ Kamala-მ გაიმარჯვა, შემდეგი 8 წელი საკმაოდ კარგად კარგი ჩარტი აქვს… ანუ 2028- შიც მოიგებს….
ყველა ვარიანტში, ეს იქნება ყველაზე ისტორიული და შოკის მომგვრელი მოვლენებით სავსე არჩევნები… მართლა 1 ხმა გადაწყვიტავს ყველაფერს… არ იქნება A Landslide (დიდი განსხვავებით) მოგება… და ვფიქრობ, რომ ბოლო წუთამდე ერთი კანდიდატი გვეგონება მოგებული და უცებ სხვა რეალობა გვექნება…
მე, დღეს ხმა მივეცი Trump-ს
America First
P.s. იმედია ვცდები ამჯერად და ჩემი პროგნოზი არ გამართლდება“ – წერს ბრიჯიტი.