ასტროლოგი დავით ნიბლაძე 8 მაისის ახლამთავრეობასთან დაკავშირებით ასტროლოგიურ პროგნოზსს აკეთებს:
ახალი მთვარე კუროშია და რომ არა მისი შეერთებები იუპიტერთან და ურანთან, იმაზე ვისაუბრებდი, როგორი მშვიდი, კომფორტული და სტაბილურია ეს ნიშანი. ალბათ იმასაც გკითხავდი, როგორ ქმნი და ამყარებ სტაბილურობას შენს ცხოვრებაში, მაგრამ, ამჯერად, ღვედის კარგად გადაჭერისკენ მოგიწოდებ. წარმოიდგინე, შუა ფრენის დროს, ეს-ეს არის, სასუსნაოები მიირთვი, როგორც იქნა, ტკბილად ჩაგთვლიმა, ცოტა სიზმრებმაც კი წაგიღო და ამ დროს, პილოტის მჭექარე ხმა გაფხიზლებს, რომ ტურბულენტურ ზონაში ვართ და უსაფრთხოების ყველა ზომა უნდა დავიცვათ. მიმდინარე ასტროლოგიური ამინდის გათვალისწინებით, ეს არ არის ჩაძინებისა და მოდუნების დრო. პირიქით, ახლა განსაკუთრებული სიფხიზლე გვჭირდება. დროა, თვალი გადავავლოთ ყველაფერს, რაც ნორმად და რუტინად ვაქციეთ, რეალობას თვალი გავუსწოროთ და სათანადოდ შევცვალოთ გეზი. ყველას ჩვენი ტურბულენტური ზონა გვაქვს ცხოვრებაში, ზოგის – ფინანსებში, ზოგის – ურთიერთობებში, ზოგთან დიდხანს გრძელდება, ხანდახან კი საერთო, გაზიარებული ტურბულენტობებიც გვაქვს, რომელთან გამკლავებაც ერთად გვიწევს და ა.შ.
სიკეთეს და საჭირო სიახლეებს გისურვებთ!