მზე მერწყულშია მერკურთან ერთად, მთვარე კი ლომში, რომლებიც გვახსენებენ, რამდენად მნიშვნელოვანია ვიპოვოთ ბალანსი ჩვენს უნიკალურობასა და გარშემომყოფების მოლოდინებს შორის.
მერწყული გვიბიძგებს, ვიფიქროთ კოლექტიურად, ლომი კი გვახსენებს, რომ ჩვენს იდენტობას ვერავინ შეცვლის.
მათი კვადრატი ურანთან კუროში მოულოდნელ ცვლილებებსა და შიდა კონფლიქტებს იწვევს, მაგრამ სწორედ ეს რყევებია საჭირო, რომ გავთავისუფლდეთ ჩარჩოებისგან.
ურანი, როგორც გამოღვიძების პლანეტა, იმ შინაარსის მატარებელია, რომ შეიძლება ყველაფერი თავდაყირა დადგეს, მაგრამ ეს იმაზე მეტყველებს, რომ მზად ხარ ახალ ფაზაზე გადასასვლელად. ასეთ დროს სასარგებლოა დარჩე მოქნილი და ღია, არ შეეცადო ყველაფრის კონტროლს. უბრალოდ ღრმად ისუნთქე და ცვლილებებს შეხედე, როგორც შესაძლებლობას, რომელიც ახალ პერსპექტივებს გაგიხსნის.
მზისა და მერკურის შეერთება მერწყულში კიდევ უფრო აძლიერებს ამ შინაგან პროცესს. ეს ასპექტი იდეალური შანსია, ღრმად ჩახედო საკუთარ აზრებს და გააანალიზო შენი აქამდე მიღებული გადაწყვეტილებები. მაგალითად, შეგიძლია დაფიქრდე, როდის თქვი უარი საკუთარ სურვილებზე სხვისი მოლოდინების გამო, რა შეგრძნება დაგიტოვა ამან და როგორი იყო შედეგები.
სავსე მთვარე ლომში გვახსენებს, რომ ნამდვილი თავისუფლება იწყება იმ წუთიდან, როცა საკუთარ თავს მივიღებთ და მთელი გულით შევიყვარებთ. ნუ დამალავ იმას, რაც შენში უნიკალურია – სამყარო მზად არის, დაგინახოს. ნუ ჩაახშობ იმ შინაგან ბავშვს, რომელიც ცხოვრებას სიხარულით და თავგადასავლების სურვილით უყურებს, გრძნობებს თავისუფლად გამოხატავს და თითოეულ წამში პოულობს ბედნიერებას. სიხარული, ემოციების გამოხატვა და საკუთარი თავის სიყვარული პიროვნული ზრდის გზაა. შენი სინათლე მნიშვნელოვანია სამყაროსთვის, რადგან შენი უნიკალურობა ის დამატებაა, რაც მას კიდევ უფრო საინტერესოს და სრულფასოვანს ხდის.
დაფიქრდი, რას მოუტანს შენი უნიკალურობა სამყაროს? რას აკეთებ ისეთს, რაც სხვას არ შეუძლია? რა უნიკალური ნაპერწკალი ანათებს შენს სულში, რომელიც სამყაროს კიდევ უფრო გაანათებს?
გაბედე და გამოავლინე შენი უნიკალურობა – თუნდაც ერთი პატარა ნაბიჯით.
სინათლეს და სიყვარულს გისურვებთ.
პერსონალური კონსულტაციისთვის მომწერე შეტყობინება
ასტროლოგი Astrolabe • Davit Nibladze