BREAKING

იტალია

,,პერსონა 2024″ წლის ტიტულზე ემიგრაციაში ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის ხათუნა ქარაია დაჯილდოვდა

საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა წარმოგიდგენთ ,,პერსონა 2024″ წლის ტიტულზე ემიგრაციაში ნაყოფიერი შემოქმედებითი და საზოგადოებრივი საქმიანობისთვის ქალბატონ ხათუნა ქარაიას.
ხათუნა ქარაია- ,,ქართული კულტურის ცენტრი იტალიაში” ორგანიზაციის რეგიონალური მენეჯერი.

ხათუნა ქარაია, ემიგრანტი მოღვაწეობს იტალიაში. წარმატებით უძღვება საემიგრაციო საქმიანობას. ჩართულია ქართული კულტურის პოპულარიზაციაში
არის კულტურული ღონისძიებების ორგანიზატორი.

მის ანგარიშზეა არაერთი კულტურული ღონისძიების ორგანიზება, როგორც ქართველი ასევე იტალიელი ხელოვანი ადამიანების მონაწილეობით. (მაგალითისთვის გეტყვით, რომ მისი ორგანიზებით იტალიაში ქალაქ რეჯო – კალაბრიაში გაიმართა ცნობილი იტალიელი ისტორიკოსის ფრანჩესკო ტრეჩის წიგნის პრეზენტაცია ,,საქართველო” , რომელმაც უდიდესი მოწონება დაიმსახურა პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოების მხრიდან.
ასევე რეჯო- კალაბრიაში ორგანიზება გაუწია ქალთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რომელშიც მონაწილეობა მიიღო იტალიელმა ცნობილმა გიტარისტმა მიქელანჯელო ჯორდანომ, სადაც აგრეთვე ქართველი ხელოვანები მონაწილეობდნენ.
ემიგრაციაში გაწეული ნაყოფიერი საქმიანობისთვის მიღებული აქვს პატივგების სიგელები და მადლობის წერილები.

იგი გახლავთ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული პირი.
მიღებული აქვს 2006 წელს საერთაშორისო ორგანიზაცია ,,იუსაიდ საქართველოს “. პატივგების სერთიფიკატი. განათლებით გახლავთ კვების ტექნოლოგი, დამთავრებული აქვს საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი. 

წყარო: საქართველოს წარმატებული ადამიანების დაჯილდოების ცერემონია პერსონა

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Related Posts