BREAKING

იტალია

როგორ ვიშოვოთ სამსახური იტალიაში? – სასარგებლო და სახალისო რჩევები ემიგრანტისგან

ირმა მაისურაძე, რომელიც 15 წელია ემიგრაციაშია, ქართველ ემიგრანტებს სოციალურ ქსელში, სასარგებლო და სახალისო რჩევებს უზიარებს, რომლებიც მათ სამსახურის მოძებნაში დაეხმარება. 

“გარდა იმ საშუალებებისა რასაც დასაქმების სააგენტოები, საახლობლო წრე და ნაცნობობა ჰქვია, არსებობს სხვა ალტერნატივა თუ როგორ ვიშოვოთ სამსახური იტალიაში მას შემდეგ როდესაც უმუშევარი დარჩებით,  თუკი მოხუცთან მუშაობთ რომელიც გარდაიცვალა სამძიმარზე მოსული ნათესავები თუ მეგობრები  ოჯახის წევრებთან ერთად აუცილებლად  თქვენც მოგისამძიმრებენ მაგ შემთხვევისთვის აუცილებლად იქონიეთ პატარა ფურცლებზე დაწერილი თქვენი ტელეფონის ნომერი და სახელი. დამშვიდობებისას აუცილებლად გამოიყენეთ შანსი და დახმარება სთხოვეთ რადგან ახლა უკვე თქვენ ახალი სამსახური გესაჭიროებათ და თქვენი ტელეფონის ნომერი მიაწოდეთ. 

მეორე და ეფექტური მეთოდი, რომელიც ძალიან კარგად მოქმედებს არის საყიდლებზე ერთი და იგივე ადგილზე და მაღაზიაში შეძენილი საქონელი. მე გირჩევდით საყიდლებზე  სუპერმარკეტში იშვიათად წახვიდეთ თუკი ხორცი გნებავთ ხორცის მაღაზიაში შებრძანდით, რძის ნაწარმი “სალუმერიაში” შეიძინეთ და ხილ-ბოსტნეული კი ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში და თანაც სულ ერთი და იგივე ადგილზე.  ასეთ შემთხვევაში თქვენ მაღაზიის გამყიდველები დაგიმახსოვრებენ და როგორც კი უმუშევარი დარჩებით მიაკითხეთ,თქვენი ტელეფონის ნომერი შესთავაზეთ და დახმარება სთხოვეთ. ასევე მოიქეცით აფთიაქშიც. 

მესამე საშუალება რომელიც ძალიან ამართლებს არის ეკლესია. სადაც უამრავი მოხუცი ესწრება წირვას. თქვენც დაესწარით რამდენიმე წირვას და დამთავრების შემდეგ გამოელაპარაკეთ რამდენიმე მოხუცს და როგორც კი უმუშევარი დარჩებით  სთხოვეთ  დაგეხმარონ, თქვენი ტელეფონის ნომერი კი თავაზიანად  მიაწოდეთ. 

დამიჯერეთ, ჩემი 15 წლიანი იტალიაში ცხოვრების გამოცდილებიდან გეტყვით, რომ ეს რჩევები აუცილებლად გამოგადგებათ. თქვენი ყოველი 5 გაცემული ტელეფონის ნომრიდან, 2 აუცილებლად დაგირეკავთ.  

ზოგიერთს შესაძლოა მაშინ გაახსენდეთ როდესაც თქვენ უკვე მუშაობთ, ასეთ შემთხვევაში, მადლობა გადაუხადეთ ნდობისთვის და აქეთ შესთავაზეთ დახმარება, უთხარით რომ სანაცნობო წრეში  მოძებნით ისეთ ადამიანს ვინც სანდო ადამიანია და ამჟამად სამსახურს ეძებს. ალბათ გეყოლებათ რომელიმე მეგობარი რომელსაც სამსახური ესაჭიროება და ეს შანსი ხელიდან არ გაუშვათ. დაეხმარეთ სხვებსაც, სიკეთე ხომ გადამდებია.”

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Related Posts