BREAKING

ემიგრანტი ხელოვანები

ემიგრანტი პოეტის – ეკა ოთარაშვილის წიგნის „გზაში“ პრეზენტაცია მწერალთა სახლში გაიმართა

16 თებერვალს, თბილისში, მწერალთა სახლში ემიგრანტი პოეტის ეკა ოთარაშვილის ახალი წიგნის — „გზაში“ — პრეზენტაცია გაიმართა.
ლიტერატურული საღამო საქართველოს მწერალთა კავშირის ინიციატივით მოეწყო და მას ქართული კულტურისა და ლიტერატურული საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ:

  • საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი
  • მწერალთა სახლის დირექტორი ქეთევან დუმბაძე
  • მანანა გორგიშვილი
  • ნანა კვაშილავა
  • ბელა ალანია
  • ნინო მოდრეკილაძე
  • გიორგი აღნიაშვილი
  • აკაკი გაბრიჭიძე
  • თეა თუთბერიძე
  • გივი ჩიღვინაძე და სხვა მოწვეული სტუმრები

საღამოს ფარგლებში განსაკუთრებული ემოციური მომენტი გახდა ბატონი ვანო ჟვანიას მიერ ექსპრომტად პოეტისთვის მიძღვნილი ლექსი.

დამსწრე საზოგადოებაში იყვნენ ასევე:
დავით ქორიძე, კახა შალამბერიძე, ბაღათურ არაბული, მამა სერაფიმი, მარინა თექტუმანიძე, მარიამ კოზმანიშვილი და სხვა ლიტერატურის მოყვარულები.

პრეზენტაციისას განხილული იქნა ეკა ოთარაშვილის პროზაული და პოეტური შემოქმედება, შემოქმედებითი ხედვები და სამომავლო გეგმები. თავად ავტორმაც წაიკითხა ნაწყვეტები ახალი კრებულიდან და ისაუბრა იმ გზაზე, რომელიც მისთვის როგორც პოეტისთვის, ასევე როგორც ადამიანისთვის, შემოქმედებით პროცესთან არის დაკავშირებული.

ღონისძიების დასასრულს, პრემია „ივერიას“ დამფუძნებელმა ნუგზარ ჭიაბერაშვილმა ეკა ოთარაშვილს სიმბოლურად გვირილების გვირგვინი დაადგა.

ლიტერატურულმა საღამომ ორ საათს გასტანა და, როგორც დამსწრეები აღნიშნავენ, დრო შეუმჩნევლად გავიდა — დიალოგის, პოეზიისა და ემოციური გაზიარების ატმოსფეროში.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts