BREAKING

ემიგრაცია

ლევან ჭიღლაძე ემიგრანტებისთვის უფასო იურიდიული კონსულტაციის სამსახურის შექმნას აპირებს

ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს კანდიდატი ლევან ჭიღლაძე აცხადებს, რომ მისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ქართველი ემიგრანტების მხარდაჭერა იქნება.

მისი ინიციატივის მიხედვით, ასოციაციის ფარგლებში უნდა შეიქმნას სპეციალური განყოფილება და ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობითაც ქართველ ემიგრანტებს ექნებათ უფასო იურიდიული კონსულტაციის მიღების შესაძლებლობა.

„ადვოკატი საზოგადო საქმიანობას ემსახურება, მათ შორის საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეების სამსახურსაც. ემიგრანტები მნიშვნელოვანი ეკონომიკური ძალაა საქართველოსთვის — ისინი არა მხოლოდ საკუთარ ოჯახებს, არამედ სახელმწიფოსაც ეხმარებიან,“ — აცხადებს ჭიღლაძე.

მისი თქმით, ხშირად ემიგრანტები ქონებრივ საკითხებზე ან საცხოვრისის ნასყიდობის დროს მიმართავენ იურისტებს, რომლებსაც შესაბამისი გამოცდილება არ აქვთ, რაც იწვევს სერიოზულ პრობლემებს. ამიტომაც საჭიროა სანდო პლატფორმის შექმნა, სადაც მხოლოდ კვალიფიციური ადვოკატები გასცემენ კონსულტაციებს.

„მთავარია იდეა — ტექნიკური მხარე ყოველთვის მოგვარდება,“ — აღნიშნავს ლევან ჭიღლაძე, რომელიც კოლეგებს მოუწოდებს ჩაერთონ „კეთილშობილურ საქმეში“ და დაეხმარონ ემიგრანტ თანამემამულეებს სამართლებრივ სირთულეებთან გამკლავებაში.

#AprioriTV #ემიგრანტები #ადვოკატთაასოციაცია #ლევანჭიღლაძე #იურიდიულიკონსულტაცია

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts