BREAKING

ემიგრაცია

მალტამ „წარმატებული დიასპორელების“ მეათე საიუბილეო დაჯილდოებას უმასპინძლა

კუნძულ მალტამ ქართული დიასპორის ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას, „წარმატებული დიასპორელების“ დაჯილდოების მეათე საიუბილეო ცერემონიას უმასპინძლა, რომელიც ემიგრაციაში მოღვაწე ქართველების მიღწევებსა და წარმატებას მიეძღვნა.

ღონისძიება ტრადიციულად ამერიკაში მოქმედი ქართულ-ამერიკული ორგანიზაციის „დიასპორის სახლი“ ინიციატივით ჩატარდა , რომლის დამფუძნებელია ინა ასანიძე, ამერიკაში მოღვაწე ქართველი ქალბატონია, რომელიც წლებია საერთაშორისო დაჯილდოებებს წარმატებული ქართველების ღვაწლის დასაფასებლად მართავს.

წლევანდელი დაჯილდოების 13 ნომინანტი, რომლებმაც თავიანთ სფეროში მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვეს, მალტაზე სხვადასხვა ქვეყნიდან კანადიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, იტალიიდან და ნიდერლანდებიდან ჩავიდნენ, რათა მონაწილეობა მიეღოთ დიასპორული საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვან ცერემონიაში.

დაჯილდოების მიზანია, გაამყაროს დიასპორის შიდა კავშირები და წარმოაჩინოს ემიგრანტების წვლილი საქართველოს პოპულარიზაციასა და კულტურული ხიდების გაღრმავებაში.

გალა-საღამოს განსაკუთრებულ შთაბეჭდილება საქართველოში და ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ცნობილმა მუსიკოსებმა მიანიჭეს, რომელთა მონაწილეობამ ღონისძიებას კულტურული და ემოციური ელფერი შესძინა.

ერთ-ერთი ნომინანტი დიასპორული მედია AprioriTV-ის დამფუძნებელი და ჟურნალისტი იტალიაში — ხათუნა შარაძეც გახლდათ, რომლის მიერ შექმნილმა მედიაპლატფორმამ მნიშვნელოვანი როლი შეიტანა იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების ინტეგრაციისა და განვითარების საკითხებში.

📍ცერემონია გაიმართა საერთაშორისო დიასპორული საზოგადოების წარმომადგენლების, ჟურნალისტებისა და ორგანიზატორების მონაწილეობით.


📲 წყარო: AprioriTV.com

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts