BREAKING

სპორტი

10 წლის ლეონ ჭელიძე კარტინგში, იტალიის ჩემპიონატის, მეორე ეტაპის გამარჯვებულია

10 წლის ქართველმა მრბოლელმა ლეონ ჭელიძემ კარტინგში იტალიის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე წარმატებით იასპარეზა. სპორტსმენმა რბოლა მეხუთე პოზიციიდან დაიწყო და პირველ ადგილზე დაასრულა. მეორე ადგილი იტალიელ სპორტსმენს ერგო, მესამე კი ესტონელმა მრბოლელმა დაიკავა.

იტალიის ჩემპიონატის მეორე ეტაპზე 13 ქვეყნის 30 სპორტსმენი მონაწილეობდა. ქართველმა მრბოლელმა ამ გამარჯვებით 50 ქულა მოიპოვა.

წყარო: საქართველოს კულტურუსა და სპორტის სამინისტრო

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts