BREAKING

ემიგრაცია

რა ხდება ტრიესტეში? – ქართველი ემიგრანტების ოთხშვილიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩენის საფრთხის წინაშეა

AprioriTV | იტალია

ტრიესტეში მცხოვრებ ქართულ ოჯახს სასწრაფოდ სჭირდება მხარდაჭერა! საუბარია ოთხშვილიან ოჯახზე, რომელმაც ოთხი წლის წინ მიგრანტთა თავშესაფარს შეაფარა თავი. ამ დრომდე ისინი თავშესაფრის მიერ გამოყოფილ საცხოვრებელში ცხოვრობდნენ, თუმცა მიღებული “პერმესოს” (ბინადრობის ნებართვის) შემდეგ კანონი ავალდებულებს მათ დატოვონ თავშესაფრის საცხოვრებელი ფართი.

თუმცა, რეალობა კანონზე ბევრად უფრო მძიმე აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს უკვე აქვს კანონიერად აღებული ორწლიანი „პერმესო“ და ოჯახის მამა მუშაობს და ყოველთვიურად 1 200 ევროს შემოსავალი აქვს, მათი ბინის ძიება წარუმატებლად სრულდება. ბინის მეპატრონეები დაბალი შემოსავლისა და მიგრანტის სტატუსის გამო კატეგორიულად უარს ამბობენ ბინის გაქირავებაზე.

დღეს ეს ოჯახი ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდა:
ერთი მხრივ, კანონი ავალდებულებთ თავშესაფრის დატოვებას, მაგრამ ე.წ. „პერმესო“, რომლის განახლებაზე განაცხადი შვიდი თვის წინ შეიტანეს, ჯერად დაუკმაყოფილებელია.
მეორეს მხრივ, უძრავი ქონების ბაზარზე მათთვის ყველა კარი იკეტება.

შედეგად, იტალიის სახელმწიფო ამ ოჯახს სჯის, რადგან ვერ ტოვებენ თავშესაფარს, მამას ნოემბრიდან, მას შემდეგ რაც სასამართლო გაიმართება, ხელფასიდან ჩამოეჭრება შემოსავლის 15%. ხელფასიდან თანხის ჩამოჭრა ICS – ს (იტალიის არაკომერციული ორგანიზაცია (მოხალისეობრივი ფონდი), რომელიც მუშაობს მიგრანტების, ლტოლვილების და თავშესაფრის მაძიებლების დასახმარებლად) საჩივრის საფუძველზე მოხდება.

„ადვოკატებიც გულგრილად გვიყურებენ. ვითხოვთ დახმარებას, გვიშველონ, მაგრამ გზის ნაცვლად უიმედობას გვიტოვებენ… თითქოს მზად არიან, ოჯახი ქუჩაში დარჩეს“, – ამბობს ოთხი შვილის დედა, რომელმაც დახმარებისთვის დიასპორულ მედია Aprioritv-ს მიმართა.

ეს მხოლოდ ერთი ოჯახის პრობლემა არ არის — ეს არის სიმპტომი იმ სისტემისა, რომელიც მიგრანტებს ფორმალურად აღიარებს, მაგრამ რეალურად ვერ უზრუნველყოფს მათ ინტეგრაციას.

დღეს ამ ოჯახს სჭირდება ხმა საზოგადოების დახმარება. მათ სჭირდებათ ადვოკატი, მხარდაჭერა, დროებითი საცხოვრებელი და ჩვენი თანამეგობრობა.

ვინც ფლობს ბინას ტრიესტეში და მზადაა, ოჯახს დაუთმოს საცხოვრებელი ფართი, გთხოვთ, გამოეხმაუროთ.
ვინც ადვოკატი ხართ ან შეგიძლიათ იურიდიული დახმარების გაწევა დაგვიკავშირდით.
ვინც ემიგრანტი ხართ — ეს არის ის მომენტი, როცა სოლიდარობა სიტყვაზე მეტს ნიშნავს.

📩 კონტაქტისთვის — [email protected]
📍 გავუზიაროთ ეს ინფორმაცია, იქნებ ვიპოვოთ გამოსავალი.

#ემიგრანტებისხმა #ტრიესტე #ქართველებიიტალიაში #მიგრანტებისუფლება #თავშესაფარი #ბინადრობისნებართვა #დახმარება #AprioriTV

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts