Decreto Flussi 2026-2028: იტალია სამ წელიწადში 500 000 ლეგალურ მუშახელს მიიღებს
იტალიის მთავრობამ დაამტკიცა ახალი სამწლიანი საიმიგრაციო გეგმა – Decreto Flussi 2026–2028, რომლის ფარგლებშიც 500 000-მდე უცხოელი მოქალაქე ლეგალურად შეძლებს ქვეყანაში შესვლას და მუშაობას.
📌 რა არის დაგეგმილი?
2026-დან 2028 წლამდე პერიოდში იგეგმება:
▪️ 452 000 სეზონური და არასეზონური სამუშაო ადგილი,
▪️ 41 000 ადგილი პროფესიული ტრენინგით მიგრანტებისთვის.
📌 ვის მიენიჭება უპირატესობა?
უპირატესად შეირჩევიან იმ ქვეყნების მოქალაქეები, რომლებიც თანამშრომლობენ იტალიასთან უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ სიაში საქართველო კვლავ რჩება პრიორიტეტულ ქვეყნად, რაც რეალურ შანსს აძლევს ქართველ ემიგრანტებს.
📌 რომელ სექტორებშია მოთხოვნა?
🔸 სოფლის მეურნეობა
🔸 ტურიზმი და სასტუმრო/სარესტორე სერვისები
🔸 მშენებლობა
🔸 გემთმშენებლობა
🔸 ტრანსპორტი
🔸 საოჯახო მოვლა (ბადანტე/კოლფი)
🎯 Decreto Flussi მიზნად ისახავს სამუშაო ბაზრის შევსებას ლეგალურად და კონტროლირებადი მიგრაციის მეშვეობით, რაც სარგებელს მოუტანს როგორც ქვეყანას, ისე უცხოელ მუშახელს.
📍 AprioriTV მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას Decreto Flussi-თან დაკავშირებულ დეტალებზე, პროცედურებზე და რეგისტრაციის ეტაპებზე, როგორც კი იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განკარგულებებს გამოაქვეყნებს.
🔗 წყარო: Stranieri in Italia
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
📍ყალბი დოკუმენტებით აღებული კოდიჩე ფისკალეს მქონე ემიგრანტებისთვის მნიშვნელოვანი გაფრთხილება
📍ამინდის გაფრთხილება: მაღალი ტემპერატურა იტალიის სამხრეთ რეგიონებში
📍ძლიერი მიწისძვრა ნეაპოლის პროვინციაში კამპი ფლეგრეიში — ბოლო წლების ყველაზე ძლიერი ბიძგი