ახალგაზრდების ემიგრანტული ისტორები ხშირად ერთმანეთს გავს, განსაკუთრებით კი ის მიზეზი, რის გამოც ისინი საქართველოდან წამოვიდნენ, ეს უკეთესი მომავლის და პირველ რიგში, შემოსავლის წყაროს ძიებაა, თუმცა თოთოეული ახალგზრდის გზა მაინც ერთმანეთსგან განსხვავდება. დღეს გიყვებით 33 წლის ნინი ედიშერაშვილზე, რომელმაც იტალიაში წამოსვლა 2021 წელს გადაწყვიტა. ნინის დედა აქ ეგულებოდა, რამაც მას არჩევანის გაკეთება გაუმარტივა. „საბოლოო გადაწყვეტილება მივიღე,როდესაც კონსულტანტად ვმუშაობდი მაღაზიაში, ცოტა ანაზღაურებით და მაქსიმალური დატვირთვით. ჩემი აქ ყოფნის მიზანი იყო და არის ბინის შეძენა და ეკონომიური პირობების გაუმჯობესება“
ნინის პირველი სამსახური 24 საათიან რეჟიმში, დემენციით დაავადებული მოხუცის მოვლა იყო, რამაც მას ძილის გრაფიკი და დღე და ღამეც კი აურია. ეს სამსახური მისთვის ძალიან რთული გამოდგა. ,,დავდევდი ბებოს 24 საათი, ალბათ ეს არასოდეს დამავიწყდება, ყველაზე მეტად გამიჭირდა, სამსახური, ვერ ვეგუებოდი სულ გამოკეტილ ცხოვრებას”
სანამ ემიგრანტი გახდებოდა, საქართველოდან კი ყველაფერი უფრო მარტივი და სხვანაირი ჩანდა. ამ რეალობის შეჯახების შემდეგ, ნინიმ საკუთარი შრომა და წლების წინ, ემიგრაციაში ჩამოსული დედა მან უფრო დააფასა.
ახალგაზრდა ემიგრანტი, მიუხედავად სირთულეებისა, მაინც არ გაჩერდა, საბუთი გააკეთა, იტალიური შეისწავლა, ამჟამად კი ინგლისურს სწავლობს. ის ახლაც მოხუცთან მუშაობს, მაგრამ ყველაზე მეტ დროს თვითგანვითარებას უთმობს. ,,ჩემს ყოველ დღიურ გეგმებს რვეულში ვწერ და საღამოს ვაჯამებ, რა გავაკეთე კარგად და არა ვერ. ის რომ მომვლელი ვარ ამ ეტაპზე არ მიშლის ხელს რომ სულიერად განვითარდე და პროფესიულადაც, ვფიქრობ ეს პერიოდი უნდა გამევლო, გამოვსულიყავი ჩემი კომფორტის ზონიდან და ჩემი ოცნებებისთვის მებრძოლა.“
ნინი პროფესიით ფსიქოლოგია: ,,აუცლებლად დავბრუნდები საქართველოში და იქ ჩემი პროფესიით წარმატებულად ვიმუშავებ” – ამბობს ის.
რა ენატრება ყველაზე მეტად საქართველოში? ახალგაზრდა ემიგრანტი გვპასუხობს, რომ იქ ყოფნა ყველანაირად მაინც განსხვავებულია. ,,მეოთხე გაზაფხულია აქ ვარ და ჩვენთან სხვანაირი გაზაფხულია, სხვა სურნელია, სხვანაირად ვსუნთქავ“
ნინი, იტალიელი ხალხის მადლიერია, ისინი თავს უცხოდ არ აგრძნობინებენ და თუ რამეს ვერ იგებს, არც დასცინიან. მას ამ ერში კიდევ სხვა რამეებიც მოსწონს. ,,იტალიელები ძალიან თავისუფლები და ლაღები არიან, ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობენ, მომწონს როდესაც პატარა ასაკიდან შრომობენ, მშობლები არ ავალდებულებენ რომ ყველამ უმაღლესში ისწავლოს, იმას აკეთებენ რაც უნდათ და მშობლები არ ერევიან”
ახალგაზრდა ემიგრანტს ძალიან აწუხებს, როდესაც საქართველოდან ემიგრაციაში წამოსულ თანატოლებს ხედავს, მისი აზრით მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას უფრო მეტი სამუშაო ადგილი და პროფესიული სასწავლებელი.
,,ახლა შეიძლება საშინლად გრძნობდეთ თავს, დაუცველად შეშინებულად მაგრამ ეს ყველაფერი დროებითია, ეცადეთ ყოველ დღე იმუშაოთ საკუთარ თავთან“- ურჩევს ნინი ახალგაზრდებს, ვინც ახალბედა ემიგრანტია, ან ახლა აპირებს ემიგრაციაში წამოსვლას.
AprioriTV -ს რუბრიკის ,,გაიცანი ახალგაზრდა ემიგრანტი” ავტორია ჟურნალისტი ნინო ბოლაშვილი. ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ ახალგაზრდებს ინტერგაციაში და მეტი მოტივაცია მივცეთ.
AprioriTV-ს რუბრიკის „გაიცანი ახალგაზრდა ემიგრანტი“ ოფიციალური სპონსორია ქართულ-იტალიური საემიგრაციო ორგანიზაცია Geo House, რომელიც ქართველ ემიგრანტებს ყველა სახის საემიგრაციო მომსახურებას სთავაზობს. Geo House-ის მხარდაჭერით, ჩვენ გავაგრძელებთ ახალგაზრდა ემიგრანტების ისტორიების გაცნობას, რათა მათ გამოცდილება, წარმატებები და გამოწვევები ფართო აუდიტორიას გავუზიაროთ.