29 წლის ანა ფხაკაძე იტალიის ქალაქ მატერაში ცხოვრობს. იგი 13 წლის იყო, როდესაც დედასთან და ძმასთან ერთად, ემიგრანტი გახდა. ახალგაზრდას კარგად ახსოვს, რომ ძალიან განიცდიდა ემიგრაციაში წამოსვლის მომენტს, ახალი ფურცლიდან ცხოვრების დაწყებას და სრულიად უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრების ფაქტისგან გამოწვეულ შიშს. ანას მსგავსად, სამშობლოსთან განშორებას განიცდიდნენ მისი ემიგრანტი ოჯახის წევრებიც. ,,კარგად მახსოვს ის დღე, აეროპორტში წასვლის წინ მომენტები ფირივით მიბრუნდება მოგონებებში, როგორც ფილმის სცენარი, მახსოვს ვცდილობდი რომ ყველა დეტალი დამემახსოვრებინა.„რადგან ვიცოდი დიდი ხანი ვერ ვნახავდი იმ ადგილებს, მანქანიდან ვცდილობდი ყველაფერი დამემახსოვრებინა, გონებაში რომ ყველა მომენტი ჩემში როგორც, პატარა სეიფში ისე შემენახა .. მახსოვს ჩემი ბაბუს ჩახუტება და მისი ცრემლი , მახსოვს თუ როგორ ძნელი იყო ჩემი დედიკოს დედ-მამიშვილებთან განშორება , მაგრამ თან იწყებოდა ახალი ეტაპი ეტაპი გარდატეხვისა და ახალი ცხოვრების დაწყებისა. მახსოვს, როგორი ძნელი იყო ჩემი ძმისთვის განშორება მის თანამგზავრ მეგობრებთან , რამაც რომლმაც დიდი ბზარი დატოვა მის გულში.”
ახალგაზრდა ემიგრანტის პირველი ნაბიჯი სკოლაში სწავლის დაწყება იყო. ეს დღეც მას ძალიან კარგად ახსოვს. იგი გვიყვება რომ დაბნეული იყო, ცრემლებს ვერ იკავებდა. ძმა კი გარეთ ელოდებოდა რომ თავი მარტო არ ეგრძნო. ანა სასწავლებლის დაწყების პირველ დღეს დედის სიტყვებს იხსენებს. ,,დედა ძლიერად ჩაგვეხუტა და გვითხრა რომ ჩვენ სამნი ყველაფერს გადავლახავდით , ჩვენ ერთად ყველაფერი გამოგვივიდოდა რადგან გაგვიმართლა და ერთად ვიყავით . ჩვენი ძალა ერთად ყოფნა იყო და რაც არ უნდა მომხდარიყო ისინი ჩემით ამაყობდნენ , მე მათი იმედი ვიყავი ამიტომ არ შემეძლო მათი იმედი გამეცრუებინა, ამიტომ მოვიწმიბდე ცრემლები და როგორც ჩემა ძმამ მითხრა მოვიქეცი ისე თავაწეული ძლიერი რაინდივით შევაბიჯე კლასის კარები და გამოვაცხადე:
“ჩაიო, იო სონო ანა “(გამარჯობა, მე ანა ვარ)”
ანა გვიყვება რომ სწავლის პერიოდი ურთულესი იყო, რადგან იგი ხშირად ხდებოდა ბულინგის მსხვერპლი, თუნდაც უცხოელის გვარის გაგონება მის თანატოლებს ღიმილს გვრიდა. ახალგაზრდა ემიგრანტისთვისთვის ამ ფაქტმა ჩაკეტილობა და დეპრესიაც კი გამოიწვია და იგი ხშირად ატარებდა დროს ბიბლიოთეკაში, კითხულობდა და დრო იქ გაყავდა.ანას განსაკუთრებულად ერთ მასწვლებლის სიტყვები დაამახსოვრდა, რამაც გარკვეული ბიძგიც მისცა მის წარმატებას და იურიდიული და ფსიქოლოგიის ფაკულტეტის არჩევას. ,,არასოდეს დამავიწყდება ის ერთი პედაგოგი , რომლსაც დამცინა, როდესაც ჩემი ცოტა შეცდომებით, მაგრამ შესანიშნავი იტალიური თემის დაწერის შემდეგ თვით დირექტორმა გამოცდაზე კლასის წინ წაიკითხა და ინტერესით მკითხა თუ რა მინდოდა გამოვსულიყავი. მან ცინიკურად გაიცინა როდესაც მე ვუთხარი რომ იურდიულზე ჩავაბარება მინდოდა , რომდ დამეცვა ადამიანების უფლებები.. მითხრა შენ უცხოელი ხარ, სჯობს ისეთი ფაკულტეტი აირჩიე სადაც ადვილი იქნებაო , იმდენად დამამცირებელი იყო ჩემთვის, ყოველთვის როდესაც პატარა წარმატებასაც კი ვაღწევ, მასზე ვფიქრობ და იმაზე, თუ რამდენი შეუძლია თუნდაც ერთ ფრაზას. შემდეგ დადგა დღე და ჩავაბარე იურიდიულზე, განხრა კი კრიმინოლოგია და დროის შემდეგ ის ქალბატონი მასწავლებელი მოვიდა იქ, სადაც ვმუაშობდი, პატარა სანაყინეში , როდესაც მან ისევ ცინკურად დამისვა კითხვა და პასუხმა , გაოცაა, როდესაც ვუთხარი რომ არა მარტო კრიმინოლოგიუზე არამედ ფსიქოლოგიაზეც ვსწავლობდი იმდენად მისთვის შოკი იყო რომ უცხოლემა შეძლო და აკეთებს იმას რასაც ბევრი მისი ეროვნების ახალგაზრდობა ვერ აკეთებს. მისი გაოცება და გაკვივება არ დამავიწყდება“
ახალგაზრდა ემიგრანტის თქმით, ამ ყველაფრის მიუხედავად, ბევრი კეთილი იტალიელი გაიცნო, რომელიც მას წინსვლაში დაეხმარა.
ანა ამჟამად ისევ სწავლობს, პარალელურად ის ცდილობს დაეხმაროს ემიგრანტებს თარგმანსა და სხვა საკითხების მოგვარებაში, თანაც ის უკვე წლებია სანაყინეშიც მუშაობს.თავისუფალ დროს რაც შეეხება, ახალგაზრდა ემიგრანტი, საკუთარი ავტორობით წიგნს წერს. მისი თქმით, თითოეული ნაბიჯის გადადგმისას და გადაწყვეტილების მიღებისას, ცდილობს საკუთარი ქვეყანის ღირსეული წარმომადგენელი იყოს , ასევე ამბობს , რომ სხვა ემიგრანტების მიმართ განსაკუთრებულ ემპათიას გრძნობს, ,,მე ბევრი ქართველი დედა გამიცვნია და არ მაქვს უფლება მათი სიძლიერე და ტკივილი დავივიწყო. მეც მარტოეწლა დედის გაზრდილი შვილი ვარ უცხო მიწაზე ჩვენი ტრადიცებით და შრომით გაზრდილი, ცრემლით და ბერვი ცუდი მომენტების გადალახვით. მე ვაფასებ იმ ყველა წვალებას და იმ ყველა ტკივლის, რომლესაც ქართველი დედა გადის ემიგრაციაში.”
დატვირთული გრაფიკიდან გამომდინარე , ახალგაზრდა ემიგრანტი, სამშობლოში ხშირად ვერ ჩადის, მაგრამ იქ ჩასვლისას და ახლობლებთან კომუნიკაციისას ერთგვარ გაუცხოებას გრძნობს, რაც მისი მხრიდან შინაგან პროტესტსა და ბევრი კითხვის გაჩენას იწვევს. ,,თუ ევროპელებისთვის არ ვართ სუფთა ევროპელები და ქართველებისთვის სუფთა ქართველები მაშინ ჩვენი თაობის ემიგრანტები რომელ კატეგორიას მიუეკუთნება? უხილავი ხალხი უხილავი თაობა? ყოველთვის კრიტიკული თვალით გვიყურებენ, რაღაც უნდობლად თითქოს “როგორ გააევროპელხარ” ბევრჯერ უთქვამთ თუ როდესმე სხვადასხვა აზრი გვაქვს. ეს მტკივნეულია ჩემნაირი ემიგრანტებისთვის, რომლებმაც ნახევარი ცხოვრება საქართველოს მიღმა გატარეს”
ანა აღნიშნული და სხვა მიზეზების გამო საქართველოში საკუთარ მომავალს ვერ ხედავს, თუმცა მისი სურვილია იტალიაში მიღებული განათლებით სამშობლოს პოტენციალად გამოადგეს.
- AprioriTV-ს რუბრიკის „გაიცანი ახალგაზრდა ემიგრანტი“ ოფიციალური სპონსორია ქართულ-იტალიური საემიგრაციო ორგანიზაცია Geo House, რომელიც ქართველ ემიგრანტებს ყველა სახის საემიგრაციო მომსახურებას სთავაზობს. Geo House-ის მხარდაჭერით, ჩვენ გავაგრძელებთ ახალგაზრდა ემიგრანტების ისტორიების გაცნობას, რათა მათ გამოცდილება, წარმატებები და გამოწვევები ფართო აუდიტორიას გავუზიაროთ.
სტატიისა და რუბრიკის ავტორია ნინო ბოლაშვილი