BREAKING

ასტროლოგია

„გაისად კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება გველოდება., რომლებიც ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მხარეს შეეხება და სერიოზულ ძვრებს განაპირობებს“ – ხათუნა ნოელი

ცნობილი ასტოლოგი ხათუნა ნოელი 2025 წლის ასტროლოგიური ტენდენციების შესახებ წერს, მისი თქმით, მომავალი წელი მეტად საინტერესო მოვლენებით იქნება განპირობებული.

„გარდა იმისა, რომ 2024 წლის ბოლოს პლუტონმა შეიცვალა ზოდიაქოს ნიშანი. ამაზე უკვე ბევრი მაქვს ნასაუბრები და აღარ განვმეორდები. მითუმეტეს რომ გაისად კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი ცვლილება გველოდება., რომლებიც ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მხარეს შეეხება და სერიოზულ ძვრებს განაპირობებს.

მივუყვები ქრონოლოგიურად:

მთვარის კვანძების გადასვლა სასწორი- ვერძის ნიშნიდან ქალწულ-თევზების ღერძზე- 12 იანვარი; ამ მოვლენით განისაზღვრება არსებული ცივილზაციის წინაშე მდგარი წელიწადნახევრიანი კარმული ამოცანა. ვინაიდან ეს თემა ძალიან სერიოზულია, განვრცობით ცალკე სტატია მინდა დავუთმო.

ნეპტუნი ვერძში გადადის 30 მარტს და უკან, თევზებში ბრუნდება 22 ოქტომბერს, შემდეგ 2026 წლის იანვარში გადავა საბოლოოდ ვერძში დ ახალ, 17 წლიან ციკლს წამოიწყებს. ჯერჯერობით კი საფუძველს შეურყევს ყველაფერ იმას, რაც 2012ში, ნეპტუნის თევზებში შესვლის დროს ჩაისახა. ესეც არაა მოკლე მიმოხილვის თემა და ცალკე სტატიას მივუძღვნი.

სატურნის გადასვლა ვერძში: 25 მაისი და უკან თევზებში- 1 სექტემბერი; 2026 წელში კვლავ ვერძში შემობრუნდება და აქ 2028წლის აპრილის ჩათვლით დარჩება. ამაზეც ცალკე მოგახსენებთ.

ურანის გადასვლა ტყუპებში: 7 ივლისს და უკან ბრუნდება კუროში 8 ნოემბერს. ხელახლა ტყუპებში 2026 წლის მაისში შემოვა და 2033 წლამდე აქ დარჩება. ამ ვრცელ ციკლზეც ვრცლად დავწერ აუცილებლად.

იუპიტერის გადასვლა კირჩხიბში- 10 ივნისიდან 2026 წლის ივლისის ჩათვლით; რა შესაძლებლობებს და ამოცანებს დაგვისახავს, ესეც ცალკე დასაწერია.

მარსი რეტროგრადული იქნება 24 თებერვლამდე

ვენერა რეტროგრადულია 2 მარტიდან 13 აპრილამდე.

გათვალისწონებელი იქნება რათქმაუნდა დაბნელებებიც:.

გაზაფხულის დაბნელების დერეფანი: მთვარის სრული დაბნელება: 14 მარტი 23° ♍ 56′ და მზის ნაწილობრივი დაბნელება: 29 მარტი 09° ♈ 00′.

შემოდგომის დაბნელების დერეფანი: მთვარის ნაწილობრივი დაბნელება: 7 სექტემბერი 15° ♓ 22′ და მზის ნაწილობრივი დაბნელება: 21 სექტემბერი 29° ​​♍ 05′.

არის კიდევ რამოდენიმე ძალზე მნიშვნელოვანი ასპექტი , მაგალითად, ნეპტუნისა და სატურნის შეერთება ვერძში, და კიდევ ბევრი საინტერესო დეტალი, მაგრამ როგორც ხვდებით, დღევანდელი პოსტი უბრალოდ ჩამონათვალია ძირითადი ასტრო- მოვლენებისა, რომ თუნდაც ზედაპირული წარმოდგენა შეგვექმნას, თუ რამხელა ცვლილებების წინაშე ვდგავართ.“ – წერს ხათუნა ნოელი.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts