BREAKING

იტალია

როგორ ხდება პენსიის მოთხოვნა იტალიაში

იტალიაში პენსია არსებობს ორი ტიპის ესენია: PENSIONE SOCIALE და PENSIONE CONTRIBUTIVA – ანუ დაგროვილი საპენსიო დანაზოგი.

მოთხოვნა:

ხანდაზმულობის პენსიაზე იტალიაში შესაძლებელია 67 წლის მიღწევისთანავე. ქართველი მუშაკებისთვის, რომლებსაც აქვთ შრომითი ხელშეკრულება და იხდიან „CONTRIBUTI“-ს ანუ საპენსიო დანაზოგს, ქვეყანა უზრუნველყოფს საპენსიო უფლებებით, ანალოგიურად როგორც თავის მოქალაქეებს.

მოთხოვნას აგზავნის დაინტერესებული პირი ონლაინ რეჟიმში ან PATRONATO-ს მეშვეობით. სადაც აუცილებლად უნდა წარადგინოს მინიმუმ 20 წლიანი სამუშაო გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები და გადახდილი გადასახადები.

პირი, რომლის წარმომავლობის ქვეყანა არ მიეკუთვნება ევროკავშირს და დაბრუნდება თავის ქვეყანაში, მას მაინც აქვს საშუალება მოითხოვოს პენსია იტალიის ტერიტორიაზე, თუ კი ის აკმაყოფილებს მოთხოვნებს (მინიმუმ 20 წლიან სამუშაო სტაჟის). ასევე უნდა დაურთოს საცხოვრებელი ადგილის მისამართი, რომელიც დადასტურებული უნდა იქნეს იტალიის საკონსულოს მიერ სადაც ის ცხოვრობს.

პენსია გამოითვლება „საკონტრიბუტო სისტემით“, რაც გულისხმობს თქვენს მიერ გადახდილ შენატანს. ეს შესაძლებელია თქვენივე „SPID“-ით ან „INPS“-ი თავად გიანგარიშებს, მას შემდეგ რაც წარადგენთ ყველა საჭირო დოკუმენტს.

როგორც ქალბატონების ასევე მამაკაცების შემთხვევაში, ხანდაზმულობის პენსიაზე მოთხოვნები და ასაკი უცვლელია.

რაც შეეხება PENSIONE SPCIALE-ს აქ საქმე უფრო რთულდება, ამ შემთხვევაში გაქვთ უფლება, მოთხოვნა წარადგინოთ 10 წლიანი სამუშაო კონტრაქტითაც. თუმცა, ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა იქონიოთ იტალიის სახელმწიფოში, 10 წლიანი უწყვეტი ცხოვრების დამადასტურებელი საბუთი, დადასტურებული საკონსულოდან. ამ პერიოდის განმავლობაში არაუმეტეს ერთი თვისა არ უნდა გქონდეთ გატარებული თქვენს ქვეყანაში, ასევე ძველი და ახალი პასპორტები და იტალიის ტერიტორიაზე ცხოვრების (იგივე რეზიდენცა; რეზიდენცა სტორიკო) ამონაწერი COMUNA-დან და ასე შემდეგ.

ავტირი: ია ლალუაშვილი/მედიატორი იტალიაში/ნეაპოლი

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts