,,აპრიორი ტივი” იწყებს ახალ რუბრიკას -,,გაიცანი ახალგაზრდა ემიგრანტი”, რომლის მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდა ემიგრანტების საქმიანობის ფართო აუდიტორიისთვის გაცნობა.
ახალგაზრდები მოგვიყვებიან თუ რა ეტაპები გაიარეს უცხოეთში, რას საქმიანობენ და რა გეგმები აქვთ სამომავლოდ.
ახალგაზრდა ემიგრანტები ხშირად ხდებიან დიასპორის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ინარჩუნებს კავშირს სამშობლოსთან და ხელს უწყობს კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაღრმავებას.
ახალგაზრდა ემიგრანტებისთვის არსებობს ბევრი სირთულე, მათ შორის, იდენტობის კრიზისი, ოჯახთან დაშორება, ემოციური და ფსიქოლოგიური სტრესები, და სოციალური გარიყულობა.
მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდა ემიგრანტებს ჰქონდეთ მხარდაჭერა და საშუალებები, რომ წარმატებით გაუმკლავდნენ ამ გამოწვევებს და შეძლონ როგორც პირადი, ისე საზოგადოებრივი განვითარება.
სტატიებსა და ინტერვიუებს მოამზადებს ,,აპრიორი ტივის” ჟურნალისტი ნინო ბოლაშვილი.
რუბრიკის ფარგლებში იგეგემბა ერთი სტატია/ინტერვიუს გამოქვყნება ყოველ კვირას.
თუ ხართ ახალგაზრდა ემიგრანტი, შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ +393245409377 ან იმეილის მეშვეობით [email protected].