BREAKING

ყველაფერი სწორ კვებაზე

არასწორი დიეტის უკუჩვენება – რას გვირჩევს ფიტნეს ინსტრუქტორი

თუ თქვენც ერთ-ერთი მათგანი ხართ, ვინც თვითნებურად მიმართა დიეტას, წაიკითხეთ ეს სტატია და გაიგეთ, რა შედეგებამდე შეიძლება მიგიყვანოთ, თვითნებურად, არასწორად შერჩეულმა დიეტამ.

“სისუსტის შეგრძნება, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, წნევის ვარდნა და ა.შ დიეტის დაწყებიდან, დაახლოებით 3-4 დღის მერე, ასვე ჰორმონალური ფონის დარღვევა.

ხანგრძლივ დიეტას ახასიათებს სერიოზული უკუჩვენებებიც. თუ კი ვატყობთ, რომ მიდრეკილება გვაქვს შეშუპებისკენ, როგორც თვალების გარშემო, ასევე ქვედა კიდურების, თუ პირში გვაქვს არასასიამოვნო გემო, რადგან ძალიან ხშირად ნაღვლის ბუშტის გაღიზიანების სიმპტომები აქვთ ხოლმე პაციენტებს, იმისათვის რომ დაკლებული კილოგრამების შენარჩუნება მოხდეს, ფიტნეს ინსტრუქტორი მამუკა რაშოიანის თქმით, სწორი კვების ჩვევაში გადაზრდაა საჭირო:

“პრობლემა არის ყოველთვის ის, რომ ჩვენ უნდა ვისწავლოთ სწორი კვება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ჯერადი კვება. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ულუფის ზომის შეცვლა. უნდა ვკმაყოფილდებოდეთ მცირე ულუფით და დღეში რამდენჯერმე მიღებით და არა ერთი ორი მირთმევით და დიდი ულუფებით“. – აღნინშნავს მამუკა რაშოიანი.

Leave A Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Related Posts