„დაეშვნენ კასკადით ეს საბუთიანი ემიგრანტები საქართველოში სულის ჩასადგმელად“ – ემიგრანტის ხმა

თეონა ჭანტურია

რუბრიკის “ხუთშაბათი“ სტუმარია თეონა ჭანტურია, ქართველი ემიგრანტი დედა ქალაქ ბარიდან. თეონა, ხუთ წელზე მეტია რაც ემიგრანტების გზას შეურთდა და დღემდე ღირსეულად აგრძელებს ორი ქვეყნის ჭაპანის ზიდვას. თეონა ასევე გახლავთ პოეტი და ემიგრაციულ სევდას, ხშირად პოეზიითა და პროზით იქარვებს.

„აბა წავიდა შვებულებების სეზონი…. “Dichiaro aperte le festività natalizie!“

ფორიაქობის სეზონია ახლა იტალიაში… შვებულებების გაცხარებული თვეები დაიწყო და დაეშვნენ კასკადით ეს საბუთიანი ემიგრანტები საქართველოში სულის ჩასადგმელად. სამშობლოს, ოჯახის, ახლობლების, ჩახუტების დღეები იწყება.

ვის ახსოვს ზღვა და მთა, მთავარი სახლია, მთავარი სიმშვიდეა საკუთარ ნებაზე დაძინება გაღვიძებაა… საკუთარ ეზოდან ხელებგაშლილი მეზობლების მოკითხვა და ჩახუტებაა… შვილებთან ძილის დროს მიპარვა და მოფერაბაა, მთავარი ემიგრანტებისთვის ახლა სახლია და სახლური ოჯახური სამყაროა, ხოდა მე ამ სეზონში დავბრუნდი ცოტა გრძელი შვებულებიდან იტალიაში, შემიძლია ვთქვა ჩემს მეორე ქალაქში… იცით ამას თუ ვიტყოდი არ მეგონა ოდესმე და აი ვაღიარებ აქ იმდენი მეგობარი მყავს და იმდენი ჩემი საფიქრალით მოფიქრალი ჩემი დარდით მოდარდეე, სიხარულით ხელგაშლილებმა ჩამიკრეს, მომეფერეს მაყოლებდნენ გაუთავებლად საქართველოს ამბებს. მე მგზავრობაზე ვყვებოდი, როგორ დამაჯარიმეს ბუდაპეშტის აეროპორტში ხელჩანთის გამო 60 ევროთი და როგორ დავრჩი უარაფროთ, იმიტომ ვყვებოდი სხვას არ დამართნოდა იგივე და უსამართლობის მსხვერპლად არ შეეწირა ძლივს ნაშოვნი ნასესხები ევროები უკან დასაბრუნებელი. ღვთის წყალობით კარგი მეგობრების დახმარებით დანაკარგი შევავსე თუმცა ამ ხელჩანთას ოქროსას ვუწოდებ, იქაც ძვირი გადავიხადე და 60 ევრო დამიჯინეს…

მეც როგორც ამ სეზონს შეეფერება შვებულების ადგილზე შემოვედი, ერთი თვით, ადრე ვიყავი დროებითზე ნამუშევარი და ახლაც ისე თუ ავიბენ-დავიბნიეთქოო მეშინოდა, თუმცა ბოლოს ისე ტკბილად დავასრულე სამუშაო, შემიყვარდა ის პატიოსანი მოხუცი, არც ეს ქალბატონი არა სჩანს ურიგო, უბრალოდ მე სამოთხეში რომ ჩამსვან იქაც იადონების გალობა შემაშინებს იმნაირი უშნო ვარ!

მოკლედ და გახსნილად ცხადდება „ვაკანცები“ ანუ შვებულებების სეზონი… ვიყოთ ფრთხილად, გავუფრთხილდეთ დანატოვებ, ბავშვივით ნალოლიავებ მოხუცებს და სამსახურებს და თეონა ჭანტურიას „დოპო უნ მესი“ ერთი მშვიდი სამსახური დასჭირდება და თქვენი კეთილგანწყობის იმედიღა მაქვს… აბა დამსვენებლებმა გაქუსლეთ სავსე საფულეებით „ჯორჯიაში“ და დანარჩენებმა ვიშრომოთ თავჩარგულებმა. მიყვარხართ მე თქვენ ჩემო ემიგრანტებო. „ა მე ფრეგა“ ვინ რას ფიქრობს ახლა ჩემზე, ის კი ვიცი რომ სიყვარულს სიყვარულითვე უნდა ვუპასუხო. ისე მე რო დავისვენე გაგიხარია… ღმერთისა და საყვარელი ადამიანების წყალობით!“

თეონა ჭანტურია

Exit mobile version