ფრანგულ-იტალიურ ფილმში მონაწილეობა და 50 000 გამომწერი ტიკ-ტოკპზე – რატი თაბაგარი ,,გაიცანი ახალგაზრდა ემიგრანტის” რუბრიკაში

aprioritv

იტალია

როგორც დაგპირდით, საემიგრაციო მედიაპლატფორმა AprioriTv რომელიც იტალიაში პოზიციონირებს, იწყებს ახალ რუბრიკას „გაიცანი ახალგაზრდა ემიგრანტი“. რუბრიკის ავტორი და ჟურნალისტი ქალაქ ბარიში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, საემიგრაციო ასოციაცია Geo Hous-ის პიარ მენეჯერი ნინო ბოლაშვილია.

,,გაიცანი ახალგაზრდა ემიგრანტი” – 25 წლის რატი თაბაგარი ემიგრანტია იტალიაში, იგი ამ ქვეყანაში, 8 წლის წინ, ოჯახთან ერთად ჩამოვიდა. მისი თქმით, იტალიაში ჩამოსვლის მთავარი მიზეზი ფინანსური პრობლემები გახდა, ასევე ახალი შესაძლებლობების და უკეთესი მომავლის ძიების პერსპექტივები. – გვითხრა რატიმ.

რატი ამჟამად უდინეში, კოსმეტიკის კომპანიაში მუშაობს, პარალელურად მას სალონი აქვს, სადაც მამაკაცების თმის სტილს აწესრიგებს. რატი მსახიობია და მისი აზრით, მთავარი მიღწევა, იტალიაში, იტალიურ- ფრანგულ ფილმში ,,alla vita”-ში მონაწილეობაა. ,,რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჩვენ ამ ფილმში საშუალება გვქონდა გვეჩვენებინა ქართული კულტურა, სიმღერები, ენა..”

რატის განსაკუთრებული ცნობადობა მისმა ტიკ-ტოკის გვერდმა მოუატანა, სადაც ამჟამად 50 000 გამომწერი ყავს, მან ეს 4 თვეში მოახერხა. ვიდეობი, რომელსაც ის იღებს, იუმორისტულია.. ,,ჩემი მთავარი მიზანი თუნდაც ერთი ადამიანის გაღიმებაა, მოტივაცია კი ის არის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მიყურებს და ძალიან ბევრ ადამიანს ვუყვარვარ “

რატის თქმით, საქართველოში აუცილებლად დაბრუნდება და მისი იქ განსახორციელებელი გეგმები სწორედ მისსავე ტიკ-ტოკ გვერდს უკავშირდება, ,,სხვადასხვა კომპანიები მიკავშირდებიან და მთხოვენ თანამშრომლობას, რაზეც უფრო მეტი, მალე მეცოდინება.”

რატი უკვე დაოჯახებულია და მას მეუღლეს ბავშვობიდან იცნობს. წყვილს რამოდენიმე წლის მანძილზე, დისტანციური ურთიერთობაც მოუწია ,, ჩემი მეუღლე ჩემი პარალელური კლასელია და სტუდენტობის გამო, აქ ვერ ჩამოდიოდა, ხან მე ჩავდიოდი, ხან ის, ახლა კი ჩემს გვერდითაა და მაგისტრატურაზე სწავლობს”

რაც შეეხება მეგობრებს, რატის თქმით, თავიდან ენის ბარიერი ყველაფერში ხელს უშლიდა, თუმცა ბევრი იტალიელი მეგობარი არც ახლა ჰყავს ,,ჩვენი მენტალიტეტი ძალიან განსხვავდება. უფრო ჩემი მეგობრები ნაპოლიდან არიან წარმოშობით რადგან მიახლოებული მენტალიტეტი აქვთ და უფრო მარტივია მათთან კომუნიკაცია”

რას ეტყოდა ემიგრანტებს? ჩვენ რატის ამ კითხვითაც მივმართეთ, რაზეც გვიპასუხა , რომ ემიგრანტებმა აუცილებლად უნდა შექმნან საქართველოში ფინანსური რესურსი, და იქ დაბრუნებაზე იფიქრონ ,,რამდენი სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელი ჩამოვიდა, თუნდაც ექიმი, მასწავლებელი, ეს რესურსი საქართველოს აკლდება.”

რატის გეგმებად, კი როგორც აღვნიშნეთ, საქართველოში დაბრუნება რჩება, ასევე მისი დიდი ოცნებაა რომ ბევრ ფილმში გადაიღონ.

,,აპრიორი ტივი” ახალგაზრდა ემიგრანტების შესახებ სტატიებს, რეგულარულად შემოგთავაზებთ.

სტატია მოამზადა ნინო ბოლაშვილმა

Exit mobile version