ემიგრანტები მაღალ ქუსლებზე – დეფილე რესტორან „ნიკალაში“ და გოგიტა გოგიძის კონცერტი

20 ივნისს, იტალიაში ქალაქ ბარში, ქართულ რესტორან „ნიკალაში“ ქართველი ემიგრანტი ქალბატონების დეფილე გაიმართა.

იდეის ავტორმა, ლელა მოსიაშვილმა, ემიგრანტ ქალბატონებს, ემიგრაციული რუტინისგან განტვირთვისთვის დაუვიწყარი საღამო მოუწყო.  

დეფილეს შემდეგ, ყველასთვის ნაცნობი და პოპულარული სიმღერების ავტორმა გოგიტა გოგიძემ, რომელიც ქალაქ ბარს სპეციალურად ამერიკიდან ეწვია, კონცერტი გამართა.

გოგიტა გოგიძის კონცერტის ორგანიზატორი ფიქრია კუჭუხიძე, საემიგრაციო საზოგადოება “ANOLF“-ის ქართველი ოპერატორი გახლდათ.  

ორი მნიშვნელოვანი ღონისძიება, დეფილე და გოგიტა გოგიძის კონცერტი გახდა ემიგრანტი ქალბატონების ბედნიერი სახეების, ერთი დღით დავიწყებული პრობლემების, სამშობლოსგან შორს ყოფნისა და ემიგრაციაში გატარებული წლების კომპენსაცია.

დეფილე სიმბოლურ ხასიათს ატარებდა და მისი მიზანი ქალბატონების ცხოვრებაში განსხვავებული დღის პრეცენდენტის არსებობა იყო.

გამარჯვებულები  ჟიურიმ გამოავლინა.

ჟიურის წევრები გახლდნენ: ხათუნა შარაძე, ეკა ნიშნიანიძე, ინგა კამლაძე, ლორენცო პაპა, ანტონიო როსი და მატეო სალცო.  

„მის ნიკალა 2024“ -ს გამარჯვებულის გვირგვინი, 67 წლის ქალბატონს ნანა ლაღიძეს ერგო. მეორე ადგილი ნინო მელქაძემ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი თამუნა პლიევი გახდა.

გამარჯვებულებს ფულადი პრემიები „ნიკალას“ ხელმძღვანელმა ლელა მოსიაშვილმა გადასცა.

დეფილეს მონაწილეებს შორის ფავორიტ კონკურსანტებს საჩუქრები გადაეცა, საემიგრაციო მედიამაუწყებელ „AprioriTv“-ისგან, სასწავლო ცენტრ „ვიქტორიასგან“, კომპანია “ჩოგანი“-ს ოფიციალური წარმომადგენლისა და სურნელოვანი სანთლების „მალატხის“ ხელმძღვანელისგან.

ღონისძიებამ ემოციების, სიყვარულის და მონატრებული სიმღერების ფონზე ჩაირა.

ქალაქ ბარის ქართულ დიასპორაში, ემიგრანტი ქალბატონების ცხოვრებაში ლელა მოსიაშვილმა და ფიქრია კუჭუხიძემ დაუვიწყარი თარიღი ჩაწერა – ემიგრაცია მაღალ ქუსლებზე.

Exit mobile version