21 იანვრიდან ტრამპი მასობრივ დეპორტაციას დაიწყებს, ვინ იქნება პირველი სამიზნე და რომელ ქალაქში ჩატარდება თავდაპირველად რეიდი

aprioritv

დონალდ ტრამპი

აშშ-ის ახ­ლად არ­ჩე­ულ­მა პრე­ზი­დენ­ტმა დო­ნალდ ტრამპმა გა­ნა­ცხა­და, რომ ქვეყ­ნის სა­ზღვრებ­ზე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ტომ ჰო­მა­ნი იქ­ნე­ბა. “სა­ზღვრის მე­ფედ“ წო­დე­ბუ­ლი ჰო­მა­ნი მის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში იმიგ­რა­ცი­ი­სა და სა­ბა­ჟო აღ­სრუ­ლე­ბის დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლის პოსტს და­ი­კა­ვებს.

რე­ი­დი სა­ვა­რა­უ­დოდ და­ი­წყე­ბა სამ­შა­ბათს დი­ლით, ტრამ­პის ინა­უ­გუ­რა­ცი­ი­დან 24 სა­ათ­ზე ნაკ­ლებ დრო­ში. ოპე­რა­ცი­ას მთე­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა და მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას 100-200 ოფი­ცე­რი მი­ი­ღებს. ჯერ­ჯე­რო­ბით, უც­ნო­ბია, რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი იქ­ნე­ბა სა­მიზ­ნე.

ტრამ­პის არ­ჩე­ვამ­დე, ჯერ კი­დევ ოქ­ტომ­ბერ­ში CBS News-ის გა­და­ცე­მა 60 Minutes-თან ინ­ტერ­ვი­უ­ში, ჰო­მან­მა თქვა, რომ ის მიზ­ნად ისა­ხავ­და ქვე­ყა­ნა­ში არა­ლე­გა­ლუ­რად მყო­ფი კრი­მი­ნა­ლუ­რი მიგ­რან­ტე­ბის დე­პორ­ტა­ცი­ას. რად­გან პირ­ვე­ლი პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლია “სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბა“.

”ჩვენ ზუს­ტად ვი­ცით, ვის და­ვა­პა­ტიმ­რებთ”, – თქვა მან.

“ვი­ცით სად ვი­პო­ვოთ ისი­ნი. ბევ­რი რამ ვი­ცით მათ შე­სა­ხებ სა­გა­მო­ძი­ე­ბო საქ­მის მა­სა­ლე­ბის გამო. ასე რომ, ეს არ არის წმენ­და, ეს ეს არის ძა­ლი­ან მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი ოპე­რა­ცია.”

ambebi.ge

Exit mobile version