„ლივერპულის“ მთავარ მწვრთნელ არნე სლოტს გიორგი მამარდაშვილის შესახებ ჰკითხეს, რომელიც მის გუნდს 2025 წლის ზაფხულში შეუერთდება მას შემდეგ, რაც „ვალენსიაში“ იჯარის ხელშეკრულება ამოეწურება.
უფრო კონკრეტულად, ჟურნალისტი დაინტერესდა, უყურა თუ არა „ლივერპულის“ მეკარემ „ხეტაფესთან“ მამარდაშვილის კარგ თამაშს და „სეივებს“.
ამაზე, არნე სლოტმა აღნიშნა, რომ მატჩის საყურებლად ვერ მოიცალა, თუმცა გუნდი მამარდაშვილის თამაშს თვალს ადევნებს და მისი პროგრესი სახეზეა.
„დარწმუნებული ვარ, კლუბი მის პროგრესს თვალს დეტალურად ადევნებს. მე ძირითადად თამაშებზე და პრესკონფერენციებზე ვარ, ხანდახან ბიჭებსაც ვავარჯიშებ ხოლმე (იცინის). შესაბამისად, მისი თამაშის ყურება ვერ შევძელი, თუმცა სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ კარგი „სეივები“ ჰქონდა. ეს ჩემთვის სიურპრიზი არც არის, რადგან ვიცოდით, რომ ძალიან კარგი მეკარე გავიფორმეთ“, – ამბობს სლოტი.
შეგახსენებთ, მიმდინარე წლის აგვისტოში გახდა ცნობილი, რომ „ლივერპულმა“ მამარდაშვილს კონტაქტი გაუფორმა. თუმცა, მიმდინარე სეზონზე ის იჯარით „ვალენსიაში“ დარჩა.
როგორც გიორგი მამარდაშვილი ამბობს, მომავალ ზაფხულს „წითლების“ ნომერ პირველი მეკარის სტატუსისთვის იბრძოლოს იმის მიუხედავად, დარჩება თუ არა ალისონ ბეკერი კლუბში იმ დროისთვის, როდესაც ის „ლივერპულს“ ოფიციალურად შეუერთდება.