„სასტიკად აკრძალულია ქუჩაში ღამით, 3 ან მეტი ადამიანის სეირნობა“ – დათო ლიკლიკაძე

Aprioritv

დათო ლიკლიკაძე

ჟურნალისტი დავით ლიკლიკაძე, რომელიც ამჟამად სინგაპურში იმყოფება, სოციალურ ქსელში მოკლე შინაარსის პოსტს ავრცელებს:

„სინგაპურში ჩამოსვლისთანავე აკრძალვებზე გაგვაფრთხილეს.

ქვეყანაში სასტიკად აკრძალულია:

1. საღეჭი რეზინის ღეჭვა. (სულელური აკრძალვაა, მაგრამ დიდი ჯარიმაა).

2. ვეიპებისა და ელექტრონული სიგარეტის მოხმარება.

3. მამაკაცების ერთმანეთში კოცნა.

4. ქუჩაში ღამით 3 ან მეტი ადამიანის სეირნობა.

კაი, პირველი სამისგან შევიკავებ თავს რაღაცანაირად, მაგრამ ტური რანაირად ჩავატარო ორ ან ერთ ადამიანთან ცალცალკე?

Exit mobile version