“დღეს ისეთ ამბავს შევესწარი არ შემეძლო არ გამეზიარებინა“

“დღეს ისეთ ამბავს შევესწარი არ შემეძლო არ გამეზიარებინა. ქალბატონი საუბრობდა ტელეფონით ავტობუსში, ახლობელს უხსნიდა ანალიზებისთვის ფული არ მეყო და უკან ვბრუნდები ტყუილად ამოვედი ხვალ უნდა ამოვიდეო (ონკო პაციენტი იყო ასე ჩანდა საუბრიდან).

ავტობუსის მძღოლია უთხრა, თუ არ იუხერხულებთ მე დაგიმატებთ რაც გაკლდებათ მაგ თანხას და დღეს გაიკეთეთ ანალიზებიო. ქალმა ტირილი დაიწყო, სად გნახო მერე როგორ მეგცეო? – არ მინდაო მძღოლმა მიუგო, არც ისე ცოტა თანხა აჩუქა, გული სიხარულით ამევსო, ძალიან სასიამოვნოა სიკეთის მომსწრე გახდი. 

სანამ არსებობენ ამ ადამიანისნაირი კეთილი ადამიანები, ქართველები არ გადავშენდებით!ღმერთმა ამრავლოს თქვენისთანა ხალხი.

 იცნობდეთ ბაჩო გაბაძეს (ფოტოს გადაღება ვთხოვე, აფიშირებისთვის არ გამიკეთებიაო წინააღმდეგი იყო მაგრამ ძალიან ვთხოვე) – წერს თეონა პაპიძე.

Exit mobile version