2025 წლის 12 ნოემბრიდან დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა შეცვალა რეგულაციები — ახლა უკვე ყველა მგზავრს სავალდებულოდ უნდა ჰქონდეს ციფრული ბორტის ბარათი (Digital Boarding Pass), რომელიც იტვირთება კომპანიის აპლიკაციაში ან ვებგვერდზე.
ბეჭდური (ქაღალდზე ამობეჭდილი) ბორტის ბარათი აღარ მიიღება. ვინც აეროპორტში ქაღალდით მივა, უნდა გადაიხადოს 55 ევრო ჯარიმა.
კომპანიის განმარტებით, თუ მგზავრს დაუჯდება ტელეფონი ან დაეკარგება მოწყობილობა, მას დაეხმარებიან პირდაპირ გამგზავრების კარიბჭესთან (gate), რადგან მისი მონაცემები უკვე იქნება სისტემაში.
1. შეასრულეთ ონლაინ ჩექ-ინი Ryanair-ის აპში ან საიტზე.
2. ჩამოტვირთეთ ციფრული ბორტის ბარათი (DBP).
3. აეროპორტში წარადგინეთ ბარათი ტელეფონში.
მომხმარებელთა უფლებების დაცვის ორგანიზაციებმა, Codacons და Assoutenti მკაცრად გააკრიტიკეს ახალი წესი.
ისინი აღნიშნავენ, რომ ბევრი მგზავრი, განსაკუთრებით ხანდაზმული ან ტექნოლოგიებში გაუწაფავი ადამიანები, შეიძლება დაისაჯონ 55 ევროიანი ჯარიმით მხოლოდ იმიტომ, რომ ვერ მოახერხეს აპის გამოყენება.
„სერვისების ციფრულად გადატანა კარგია, მაგრამ მომხმარებლებს უნდა ჰქონდეთ უფასო ალტერნატივა. ციფრულ ტრანზიციას არ უნდა ახლდეს სანქციები ან დამატებითი გადასახადები,“ — ნათქვამია Codacons-ის განცხადებაში.
1. ქაღალდზე ბორტის ბარათი გაუქმდა
2. ციფრული ბარათი გახდა სავალდებულო
3. ქაღალდით მოსულ მგზავრს დაეკისრება 55 ევრო ჯარიმა
4. გამონაკლისია მხოლოდ მოროკოდან გამგზავრებული რეისები
დიასპორული მედია Apriori TV • აპრიორი ტვ-ს გენერალური სპონსორია ტურისტული კომპანია – “L’oro degli Argonauti”
ბილეთების დასაჯავშნად მოგვწერეთ
