„როგორ დაიჭირა გურულმა კაცმა მუსოლინი“– სილაურელი პარტიზანის დაუჯერებელი ისტორია

Aprioritv

პოსტის ავტორი: კახა ჩავლეიშვილი

სილაურელი „ჯავშნიანი პარტიზანი“ და ბენიტო მუსოლინი

კოტე ლეჟავა 1941 წლის დეკემბერში დესანტის რიგებში ყირიმში გადასხეს, ფეოდიასთან მძიმედ დაჭრილი და კონტუზია მიღებული ლეჟავა ტყვედ ჩავარდა. სხვადასხვა ტყვეთა ბანაკებში ყოფნის შემდეგ კი გერმანელების მიერ ოკუპირებულ ჩრდილო იტალიის ქალაქ ნოვარაში გადაიყვანეს. კოტემ და მისმა ქართველმა მეგობრებმა ბანაკის დაცვა გაანდგურეს, იარაღი აიღეს და და მთებში გაიქცნენ, თურმე გაქცეულებს იტალიელი მწყემსები „ვივა ჯორჯიანის!“ შეძახილებით შეგებებიან. კოტე მისმა თანამბერძლებმა ახლად შექმნილი პარტიზანული რაზმის მეთაურად აირჩიეს.

სწორედ კოტე ლეჟვას რაზმმა დააპატიმრა იტალილი ფაშისტების ბელადი ბენიტო მუსოლინი. კოტესთან და ამ ფაქტთან დაკავშირებით ბორის ჩორნის გამოქვეყნებული აქვს სტატია – „ქართველი გარიბალდელი – კ. ლეჟავა მუსოლინის წინააღმდეგ“, გთავაზობთ ფრაგმენტებს ხსენებული სტატიიდან:

„კოტე ლეჟავამ ერთი მანქანის კარი გამოაღო და აქტომატის ლულა კაბინაში შეჰყო. იქ ორი კაცი იჯდა, გერმანული ფორმა ეცვათ და მუზარადები ეხურათ. მათთან ქალი იყო. ობერ-ლეიტენანტის სამხრეულებიანმა გერმანელმა თქვა:

– კამრადმა ბევრი დალია… ძალიან მთვრალია.
– შენც ეი ადექ! – შესძახა კოტემ.
– „კარლ ჰაინცი“ შეკრთა. პარტიზანული ბლოკის მეთაური დააკვირდა: მუსოლინი თავის უკანასკნელ სიგარას სწევდა.
– მანქანა უკან! – უბრძანა კოტე ლეჟავამ…

ეს მოხდა 27 აპრილს ღამის ორ საათზე, 1945 წელს, დონგოს გზაზე. მუსოლინიმ უცებ იცნო გარიბალდენთა მეთაური.“

„ – მე თქვენ მილიონ ნახევარ ლირად შეგაფასეთ, – თქვა მუსოლინიმ. ახლა გთავაზობთ ოქროთი სავსე მანქანას. იქ მილიონ ნახევრზე ბევრად მეტია. დაჯექით და წამოდით ჩვენთან.

„ჯავშნიანმა პარტიზანმა“ ასე ეძახდნენ ბლოკის პარტიზანთა მეთაურს – ჩაიცინა.“

“ჯავშნიანი პარტიზანი“ იტალიელი როდი იყო. ომის მიხვეულმოხვეულმა და თავისნება გზებმა გურიის სოფელ სილაურის მკვიდრი იტალიაში მიიყვანა და მისი მხედრული ბედი ჯალათი დიქტატორის ბედს დაუპირისპირა.“

– ბორის ჩორნი – „კოტე ლეჟავა მუსოლინის წინააღმდეგ“ (1970 წელი აგვისტო;
ფოტოზე – კოტე ლეჟავა (archive.ge) 

Exit mobile version