იტალიაში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ!

aprioritv

1-5 აგვისტოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ ,,ახალგაზრდობის სააგენტოს“ ორგანიზებით, „ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობის“ პროგრამის ფარგლებში, შაორის ტბის მიმდებარედ (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) ხორციელდება ახალგაზრდული ბანაკის პროგრამა.

ბანაკის განხორციელების მიზანია:

· ახალგაზრდების სოციალური ინტეგრაცია და ინკლუზია;

· ახალგაზრდების აქტიური დასვენების ხელმისაწვდომობა;

· არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა;

· ფიზიკური და ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენის ხელშეწყობა;

· ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია;

· ეროვნული და პატრიოტული ღირებულებების წახალისება.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, უცხოეთში მცხოვრებ 14-18 წლის მოზარდებს შესაძლებლობა ექნებათ დაამყარონ ურთიერთობა თანატოლებთან, გაიუმჯობესონ ქართული ენის ცოდნა, მიიღონ მონაწილეობა ბანაკის მრავალფეროვან აქტივობებში, განავითარონ საკომუნიკაციო და სხვა სახის უნარ-ჩვევები, გამოავლინონ საკუთარი შესაძლებლობები.

პროექტში მონაწილეთა საქართველოში ჩამოსვლა და გამგზავრება არ ფინანსდება მომწვევი მხარის მიერ. საქართველოში მონაწილეთა ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხოლო გადაადგილებისას უსაფრთხოებას – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი.

დაინტერესული პირები დაგვიკავშირდით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cons.rome@mfa.gov.ge

2025 წლის 15 ივლისის ჩათვლით.

Exit mobile version