“ჩინეთი მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოსთან თანამშრომლობისთვის”

ჩინეთი

“ჩინეთი მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოსთან თანამშრომლობისთვის, რათა ორმხრივი ურთიერთობები  კიდევ უფრო გაძლიერდეს”, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ლინ ჟიანმა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ლინ ჟიანმა აღნიშნა, რომ ჩინეთი ყოველთვის პატივს სცემს ქართველი ხალხის არჩევანს.

„საქართველოს საპარლამენტო არჩევნები შეუფერხებლად ჩატარდა. ჩინეთი ქართველი ხალხის არჩევანს ყოველთვის პატივს სცემს და გულწრფელად იმედოვნებს საქართველოს სტაბილურობასა და კეთილდღეობას”, – განაცხადა ლინ ჟიანმა.

Exit mobile version