„ბეტა ჰოლდინგი“ EBIT 2026-ის მთავარი მხარდამჭერია — ბათუმი ტურიზმის საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს

ბათუმი ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-17 საერთაშორისო გამოფენას — EBIT 2026-ს მასპინძლობს. სასტუმრო „შერატონში“ შეკრებილ ათობით ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიას შორის, წელსაც განსაკუთრებული როლი ინოვაციურმა ჰოლდინგმა — „ბეტა ჰოლდინგმა“ დაიკავა, რომელიც ღონისძიების მთავარი მხარდამჭერია.

„ბეტა ჰოლდინგი“, რომელიც აერთიანებს წამყვან ივენთ და სარეკლამო კომპანიებს (Beta Print, Beta Event, Beta Materials), გამოფენაზე წარმოდგენილია ინოვაციური სტენდითა და ტექნოლოგიური სიახლეებით. ღონისძიების მიმდინარეობისას, ჰოლდინგის გენერალურმა მენეჯერმა, გენო ირემაძემ, მედიის წარმომადგენლებთან კომპანიის განვითარების სტრატეგიასა და იმ ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე ისაუბრა, რომლებსაც ჰოლდინგი რეგიონში ბიზნეს სექტორს სთავაზობს.

„ჩვენი მონაწილეობა EBIT 2026-ში, როგორც მთავარი მხარდამჭერის, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს მზაობას, ვიყოთ ტურიზმის ინდუსტრიის სანდო პარტნიორები. დღეს ბიზნესს სჭირდება არა მხოლოდ სტანდარტული სარეკლამო მომსახურება, არამედ ინოვაციური და კომპლექსური მიდგომები. სწორედ ამ ტექნოლოგიურ სიახლეებსა და სერვისებს ვუზიარებთ გამოფენის მონაწილეებსა და სტუმრებს,“ — განაცხადა გენო ირემაძემ.

გამოფენა 2 მაისამდე გაგრძელდება, სადაც „ბეტა ჰოლდინგი“ სტუმრებს სრულ სარეკლამო და ივენთ მომსახურების შესაძლებლობებს გააცნობს. „ბეტა ჰოლდინგი“ აგრძელებს რეგიონში ბიზნესის გაძლიერებას და მაღალტექნოლოგიური სტანდარტების დამკვიდრებას.

Exit mobile version