საქართველოს მოქალაქეების დეპორტაცია ქვეყნის მიერ „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში ხორციელდება.
2024 წლის პირველ კვარტალში ევროკავშირის ქვეყნებმა საქართველოს 1015 მოქალაქის დეპორტაციის გადაწყვეტილება მიიღეს, აქედან სამი პირის მიღებაზე საქართველომ რეადმისიის შესახებ შეთანხმების ფარგლებში უარი განაცხადა, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებში.
დეპორტირებულთაგან 628 მამაკაცია და 159 ქალი.
ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე დეპორტირებულია გერმანიიდან (611), შემდეგ მოდის საფრანგეთი (165), საბერძნეთი (32), შვეიცარია (34), პოლონეთი (29), იტალია (23) და ესპანეთი (16).
