საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების კუთხით ინფორმაციისა და ექსპერტული ცოდნის გაზიარებას, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით განხორციელებული აქტივობებისა და სხვადასხვა სახის გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. როგორც მემორანდუმის ხელმოწერის დროს ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა აღნიშნა, საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მნიშვნელოვანია სხვადასხვა ქვეყნებთან მსგავსი ტიპის თანამშრომლობა. მისი თქმით, ასეთი დოკუმენტის გაფორმება ხელს შეუწყობს გამოცდილებაზე დაფუძნებული ინფორმაციის მიმოცვლას, სხვადასხვა ღონისძიებებში ჩართულობას და ინსტიტუციების საქმიანობების გაუმჯობესებას.
- Home
- საქართველო
- საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს და ყაზახეთის რესპუბლიკის ცენტრალურ საარჩევნო კომისიებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
-
By AprioriTV - 19
- 0

Leave a Comment
Related Content
-
საქართველოში მიგრაციული პოლიტიკა მკაცრდება
By AprioriTV 1 თვის ago -
თამარ ლილუაშვილი — საქართველოს ახალი ელჩი იტალიაში
By AprioriTV 2 თვის ago -
იტალიაში საქართველოს ახალ ელჩად თამარ ლილუაშვილი დაინიშნა
By AprioriTV 2 თვის ago -
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილედ ლაშა ჭელიძე დაინიშნა
By AprioriTV 2 თვის ago -
ბათუმობა 2025-ის სრულ ინფრასტრუქტურულ და დეკორატიულ მოწყობას უზრუნველყოფს კომპანია ბეტა ივენთი
By AprioriTV 2 თვის ago -