საარჩევნო ადმინისტრაცია ეხმაურება თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოსგადაწყვეტილებას წალკისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტებში საარჩევნოუბნის შედეგების გაუქმების შესახებ. აღნიშნული გადაწყვეტილებითმოსამართლემ გააუქმა №25 წალკის საარჩევნო ოლქში შემავალი 18 საარჩევნოუბნის და №26 თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქში შემავალი 13 საარჩევნო უბნისშედეგი.საარჩევნო ადმინისტრაცია დაუსაბუთებლად მიიჩნევს და არ იზიარებსთეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას წალკისა დათეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ზემოაღნიშნული საარჩევნო უბნებისშედეგების გაუქმების შესახებ. ამასთან, აღნიშნული გადაწყვეტილება აშკარადწინააღმდეგობაში მოდის ანალოგიურ საკითხთან დაკავშირებით პირველიინსტანციების სასამართლოებში წარმოებულ ყველა სხვა დავასთან.შესაბამისად, თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს მიერ 4 ნოემბერსმიღებული გადაწყვეტილება გასაჩივრებული იქნება სააპელაციო სასამართლოში.საოლქო საარჩევნო კომისიების მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესითწარდგენილი იქნება სააპელაციო საჩივრები.ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ სააპელაციო სასამართლოში უკვეგასაჩივრებულია გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლისმიხედვითაც №32 გორის საოლქო საარჩევნო კომისიას ამავე ოლქში შემავალი 15საარჩევნო უბნის ბათილი ბიულეტენების ხელახლა გადათვლა დაევალა.შევახსენებთ საზოგადოებას, რომ ხმის ფარულობას უზრუნველყოფსსპეციალური ჩარჩო ფორმა, ინსტრუქციის შესაბამისად რომლის გამოყენებაცგამორიცხავს ამომრჩევლის ნების იდენტიფიცირებას. ბიულეტენის უკანა მხარესმარკერის კვალი, არსებობის შემთხვევაში, ჩარჩო ფორმის დანიშნულებისგათვალისწინებით, ვერ ჩაითვლება ნების იდენტიფიცირებად. ასევეაღსანიშნავია, რომ ამ საკითხზე კენჭისყრის და მომდევნო დღეს, ქვეყნისმასშტაბით მხოლოდ 7 საჩივარი იქნა წარმოდგენილი და არცერთ საერთაშორისოორგანიზაციის დასკვნაში არ არის საუბარი დადასტურებულად არჩევანისფარულობის დარღვევაზე.
- Home
- საქართველო
- საარჩევნო ადმინისტრაცია თეთრიწყაროსა და გორის რაიონულისასამართლოების გადაწყვეტილებებს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს
საარჩევნო ადმინისტრაცია თეთრიწყაროსა და გორის რაიონულისასამართლოების გადაწყვეტილებებს სააპელაციო სასამართლოში ასაჩივრებს
-
By AprioriTV - 18
- 0

Leave a Comment
Related Content
-
ბათუმობა 2025-ის სრულ ინფრასტრუქტურულ და დეკორატიულ მოწყობას უზრუნველყოფს კომპანია ბეტა ივენთი
By AprioriTV 7 დღის ago -
-
ევროკავშირი მიგრაციის წინააღმდეგ: ახალი წესები და დაბრუნების მექანიზმები
By ხათუნა შარაძე 2 თვის ago -
ბათუმი ტურიზმის სამიტს მასპინძლობს – „ტურისტერის“ მხარდამჭერია "ბეტა ჰოლდინგი"
By ხათუნა შარაძე 3 თვის ago -
-
თურქეთში დაკარგულ 29 წლის ქართველს ეძებენ
By ხათუნა შარაძე 4 თვის ago