ქართული დიპლომების საზღვარგარეთ აღიარება საფრთხის ქვეშ დგება – ევროპული ორგანიზაციები ხარისხის ცენტრს წევრობას უწყვეტენ

უმაღლესი განათლების ექსპერტები განცხადებას ავრცელებენ საქართველოს უმაღლესი განათლების ხარისხის მართვის სისტემაში შექმნილი პრობლემების შესახებ. მათი ცნობით, საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა კარგავს ხარისხის მართვის ორი ევროპული ორგანიზაციის, ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრისა (EQAR) და უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობას.

განათლების ექსპერტების შეფასებით, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA) წევრობის დაკარგვა და ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის რეესტრში (EQAR) რეგისტრაციის გაუქმება საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის (უსდ) ნიშნავს, რომ:

განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრისთვის წევრობის შეჩერების გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა მისი შეფასება 2024 წლის აპრილში ხარისხის მართვის ევროპული ასოციაციის მიერ. ამ დროს ENQA-ს ექსპერტთა ჯგუფმა გამოავლინა ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტების დარღვევა. კერძოდ, აღინიშნა განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის დამოუკიდებლად და ავტონომიურად ფუნქციონირებაში პოლიტიკური გავლენის არსებობა, რომლის პირობებშიც ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა უნივერსიტეტებზე პოლიტიკური ზეწოლის მექანიზმად გამოიყენება.

განათლების ექსპერტები ვარაუდობენ, რომ “ENQA-ს წევრობის და EQAR-ში რეგისტრაციის დაკარგვას, შესაძლოა, მოყვეს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) მხრიდან ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აღიარების დაკარგვაც, რაც გამოიწვევს საქართველოში მიღებული სამედიცინო განათლების აღიარების პრობლემას საერთაშორისო დონეზე. ასევე, ეს ცალსახად გამოიწვევს ჩვენი უსდ-ების მედიცინის საგანმანათლებლო პროგრამებზე უცხოელი სტუდენტების რაოდენობის არსებითად შემცირებას, რაც სერიოზულ და აუნაზღაურებელ ფინანსურ ზიანს მიაყენებს უმაღლესი განათლების საჯარო და კერძო სექტორს.”

ევროპული ორგანიზაციების მხრიდან ოფიციალური გადაწყვეტილება წევრობის შეჩერებაზე უკვე მიღებულია, თუმცა ჯერ არ არის გამოქვეყნებული.

განცხადებას მიმდინარე პროცესების შესახებ ავრცელებენ ექსპერტები ირინე დარჩია, ლიკა ღლონტი, მარინე ჩიტაშვილი და ქეთი ცოტნიაშვილი.

წყარო: radiotavisupleba.ge

Exit mobile version