მილანი-ქუთაისის რეისზე ქართველი ქალი შეუძლოდ გახდა, რის გამოც რეისმა მიმართულება შეცვალა და ბულგარეთში, დოფიას აეროპორტში დაეშვა.
ამის შესახებ ინფორმაცია AprioriTV-ს ერთ-ერთმა მგზავრმა აცნობა.
ქალბატონი, ფრენისას შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. პილოტის გადაწყვეტილებით რეისი მილანი-ქუთაისი, ბულგართში დაეშვა სადაც შეუძლოდ მყოფ ქალბატონს ექიმები დახვდნენ და საავდმყოფოში გადაიყვანეს.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ორ საათიანი შეყოვნების შემდეგ რეისი მილანი-ქუთაისი ბულგარეთის აეროპორტიდან ახლახან აფრინდა.